2025 წლის იანვარში საქართველოში ეროვნულ ვალუტაში გაცემული იპოთეკური და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები გაძვირდა. საპროცენტო განაკვეთმა მოიმატა როგორც თვის, ასევე წლის ჭრილში. წლიურმა ზრდამ 1.85% შეადგინა.
უფრო კონკრეტულად, (სებ-ის სტატისტიკის მიხედვით) თუ 2024 წლის იანვარში უძრავი ქონების შესაძენად და რემონტისთვის გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 11.49%-ს შეადგენდა, 2025 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 13.34%-მდე გაიზარდა. 2024 წლის დეკემბერში კი აღნიშნული სესხზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 12.63%-ს იყო.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით ყველაზე იაფი 10 წელზე მეტი ვადით ლარში გაცემული სესხებია და ის 13.2%-ს შეადგენს, მაშინ როცა წინა წლის იანვარში 11.37% იყო, დეკემბერში კი 12.52%.
იხილეთ ასევე:
რა იცვლება მოქალაქეებისთვის იპოთეკური სესხის აღებისას - ეროვნული ბანკის ახალი გადაწყვეტილება