გურიაში მოსახლეობის რაოდენობა ბოლო 30-წლიან მინიმუმზეა. 1994-2024 წლებში გურიის მოსახლეობა 39%-ით არის შემცირებული.
თუ 1994 წელს რეგიონში 167 600 ადამიანი ცხოვრობდა, 2024 წლის მდგომარეობით გურიაში მცხოვრებთა რიცხოვნობა 101 900-ს შეადგენდა. ეს კი მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 2.7%-ია. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მდგომარეობით საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა სულ 3 694 600-ს შეადგენდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემები კი აჩვენებს, რომ გურიაში ყოველი მე-4 ადამიანი პენსიის მიმღებია. კერძოდ, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით გურიაში პენსიას 27 820 პირი იღებდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ რეგიონში მცხოვრები ყოველი მე-4 პირი საარსებო შემწეობის მიმღებია. კერძოდ, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით გურიაში საარსებო შემწეობას 27 283 პირი იღებს, საიდანაც 12 423 ჩართულია დასაქმების პროგრამაში.