23 მარტს, 18:00 საათზე „დინამო არენაზე“ უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება.
მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთის ფასი 20, 40, 70 და 100 ლარი იქნება.
„12 საათზე, ონლაინ რიგის სისტემა Queue.it, ავტომატურად მოგანიჭებთ რიგის ნომერს. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთის შეძენისთვის აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება ( სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ-ფოსტა და მობ. ნომერი ). ბილეთის ფასი 20, 40, 70 და 100 ლარი იქნება.
ინფორმაცია ეტლის მოსარგებლე შშმ პირებისთვის: ბილეთის მისაღებად უნდა გამოგვიგზავნოთ ეტლით სარგებლობის შესაბამისი საბუთი და პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მეილზე: support@tkt.ge;
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ:
რიგის ნომერი ზუსტად 12 საათზე, შემთხვევითობის პრინციპით მოგენიჭებათ. შესაბამისად, ვებ-გვერდზე წინასწარ შესვლა რიგითობაზე გავლენას არ იქონიებს. არ გააზიაროთ რიგის სქრინი ან ბმული, არ განაახლოთ(დაარეფრეშოთ) გვერდი; დარწმუნდით ინტერნეტ კავშირის გამართულობაში;
დამატებითი ღონისძიებები გატარდება გადამყიდველების მიმართ, იმ შემთხვევაში თუ ჩვენი სისტემა დააფიქსირებს გადამყიდველისთვის დამახასიათებელ ქცევას, მსგავსი ტიპის მომხმარებელს შეეზღუდება ყიდვის უფლება“, - ვკითხულობთ tkt-ge-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.