საქართველოში კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების წმინდა მოგების 90% ორ მსხვილ ბანკზე მოდის. როგორც საფინანსო სექტორის 2025 წლის იანვრის კონსოლიდირებულ ანგარიშგებაშია აღნიშნული, გასულ თვეს ბანკების მოგებამ 238.099 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 214.9 მლნ ლარი ორი ბანკის ანგარიშზეა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშგებიდან ირკვევა, წინა თვეების ანალოგიურად, ამჯერადაც ზარალზე 4 ბანკი გავიდა - ჯამში 14.4 მლნ ლარის.
ბანკები, რომლებიც 2025 წლის იანვარში მოგებაზე გავიდნენ:
- „საქართველოს ბანკი“ - 126.160 მლნ ლარი
- „თიბისი ბანკი“ - 88.740 მლნ ლარი
- „ლიბერთი ბანკი“ – 11.369 მლნ ლარი;
- „კრედო ბანკი“ – 7.300 მლნ ლარი;
- „ბაზისბანკი“ – 7.078 მლნ ლარი;
- „ტერა ბანკი“ – 2.977 მლნ ლარი;
- „პროკრედიტ ბანკი“ – 2.869 მლნ ლარი;
- „ქართუ ბანკი“ – 1.615 მლნ ლარი;
- „ხალიკ ბანკი“ – 1.473 მლნ ლარი;
- „პაშა ბანკი საქართველო“ – 962 ათასი ლარი;
- „იშ ბანკი საქართველო“ – 874 ათასი ლარი;
- „ზირაათ ბანკი საქართველო“ – 625 ათასი ლარი;
- „ემ-ბი-სი“ - 295 ათასი ლარი
- „პეისერა ბანკი საქართველო“ – 167 ათასი ლარი;
რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, ასე გამოიყურება:
- „ვითიბი ბანკი“ – 12.139 მლნ ლარი;
- „სილქ ბანკი“ - 1.562 მლნ ლარი;
- „ჰეშ ბანკი“ – 637 ათასი ლარი;
- „პეივ ბანკ ჯორჯია“ - 65 ათასი ლარი.
ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 17 კომერციული ბანკი და ერთი მიკრობანკი ოპერირებდა.