2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების მიღების მაჩვენებელი 10.3 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 122 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის, 75 საჯარო, ხოლო 47 კერძო. 2024 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 17.1 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 49.7% ქალია, ხოლო 50.3% - კაცი.
რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით ლიდერობენ: თბილისი (36.4%), აჭარა (18.6%), იმერეთი (11.9%), ქვემო ქართლი (10.1%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (8.9%) და კახეთი (4.8%).
საქსატის ინფორმაციით, 2024 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 257 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 31.1 % ქალია, ხოლო 68.9%კაცი.
ამასთან, 2024 წელს, პროფესიულ სასწავლებლებს 9.5 ათასი კურსდამთავრებული ჰყავდა, რომელთაგან 47.7% ქალია, ხოლო 52.3% კაცი.
სტატისტიკის მიხედვით, კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის (24.6%), მომსახურებების (20.3%), ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის (13.5%) პროგრამებზე.