აშშ, ჩინეთი, გერმანია - კიდევ რომელია მსოფლიოს უძლიერესი ქვეყანა

ოდესმე დაფიქრებულხართ, რომელი ქვეყნები ქმნიან ამინდს გლობალურ სცენაზე? მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების ინდექსი (great powers index), ამ შეკითხვას პასუხს სცემს.

რეიტინგი მილიარდერმა ინვესტორმა, მსოფლიოში უმსხვილესი ჰეჯ-ფონდის, Bridgewater Associates-ის დამფუძნებელმა რეი დალიომ შეადგინა. ინდექსი ზომავს ფაქტორების ფართო სპექტრს - მათ შორის, ქვეყნების ეკონომიკურ სიმძლავრეს, სამხედრო ძალას, ტექნოლოგიური ინოვაციების დონეს და სარეზერვო ვალუტის სტატუსს. სწორედ ამ მონაცემების მიხედვთ შედგა მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების რეიტინგი და მათი სამომავლო პერსპექტივები.

great powers index-ის წინამორბედი, Country Power Score Index 2022 წელს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე კონექტიკუტელმა ინვესტორმა რეი დალიომ გამოაქვეყნა.

მისი ქონება ამჟამად 14 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

მას შემდეგ მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების ინდექსი ყოველწლიურად ჯამდება. ამჟამად მხოლოდ 2024 წლის დაჯამებული ინდექსია ხელმისაწვდომი.

2024 წლის ინდექსი რვა ძირითადი ინდიკატორით გაიზომა. ესენია: განათლება, ინოვაცია და ტექნოლოგია, კონკურენტუნარიანობა, სამხედრო, ვაჭრობა, ეკონომიკური პროდუქტიულობა, ფინანსური ცენტრი და სარეზერვო ვალუტის სტატუსი.

ყველა ამ ელემენტზე დაყრდნობით, ქვეყნებს ენიჭებათ 0-დან 1-მდე ქულა. რაც უფრო მეტია მაჩვენებელი, მით ძლიერია სახელმწიფო.

წარმოგიდგენთ 10 უძლიერეს ქვეყანას მსოფლიოში:

  • 1 - აშშ, სიძლიერის ინდექსი: 0,89
  • 2 – ჩინეთი, სიმძლავრის ინდექსი: 0,8
  • 3 – ევროზონა, სიძლიერის ინდექსი: 0.56
  • 4 – გერმანია, სიმძლავრის ინდექსი: 0,38
  • 5 – იაპონია, სიძლიერის ინდექსი: 0,33
  • 6 - სამხრეთ კორეა, სიძლიერის ინდექსი: 0.32
  • 7 – ინდოეთი, სიძლიერის ინდექსი: 0.3
  • 8 - დიდი ბრიტანეთი, ძალაუფლების ინდექსი: 0,29
  • 9 – საფრანგეთი, სიძლიერის ინდექსი: 0,27
  • 10– რუსეთი, სიმძლავრის ინდექსი: 0,26

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი