თბილისში ახალი ბინების ყველაზე ძვირი ვაკეშია, ყველაზე იაფი კი სამგორში - ამაზე მოწმობს „თიბისი კაპიტალის“ ყოველთვიური მიმოხილვა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ.
„თიბისი კაპიტალის“ უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის იანვარში თბილისში 2,796 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2024 წლის იანვრის მაჩვენებელს 6%-ით ჩამორჩება. საშუალო გასაყიდმა ფასმა კვ.მეტრზე 1 223 დოლარი შეადგინა და წლიურად 1%-ით გაიზარდა. „თიბისი კაპიტალის“ მიხედვით, ახალი ბინების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 2%-ით გაიზარდა, ძველი ბინების კი 1.2%-ით.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის იანვარში გაიყიდა 725 ახალი ბინა, შედეგად წლიური ზრდის ტემპმა 13%-ს მიაღწია. რაც შეეხება ძველ ბინებს, განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 11%-ით შემცირდა და 2 071 ერთეული შეადგინა. შედეგად, ახალი ბინების წილი ჯამურ გაყიდვებში 26%-მდე გაიზარდა.
ამასთან, იანვარში ბაზრის მოცულობამ 225 მილიონი დოლარი შეადგინა და წლიურად 5%-ით შემცირდა.