2025 წლის იანვარში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა შენელდა, - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ უძრავი ქონების ბაზრის კვლევაში.
ამავე დოკუმენტის თანახმად, თბილისში მიმდინარე წლის იანვარში 2 796 ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6%-იან კლებაზე მიუთითებს. ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის იანვარში დედაქალაქში 2 967 საცხოვრებელი ბინა იყო გაყიდული.
განსხვავებით გაყიდული ბინების რაოდენობისა, გაზრდილია ფასები. ამ შემთხვევაში ფასის წლიურმა მატებამ 1% შეადგინა. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 1 123 დოლარს გაუტოლდა, გასული წლის იანვარში კი საშუალო ფასი 1 205 დოლარს შეადგენდა.