გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 10:40 საათზე, 69.76 დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 0.84%-იან კლებაზე მიანიშნებს. რაც შეეხება Brent-ის ტიპის ნავთობის ფასს, ამ შემთხვევაში შემცირებამ 1.03% შეადგინა და ბარელზე 72.81 დოლარს გაუტოლდა.
რაც შეეხება საქართველოს, ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე 20 იანვრიდან საწვავის ფასები 4-8 თეთრის ფარგლებში გაძვირდა, ბოლო ერთი კვირის მდგომარეობით კი ფასები თითქმის ყველა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე ამ დრომდე უცვლელი დარჩა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასებს: