საქართველოში ინდოელი სტუდენტების რაოდენობა რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოში ინდოელი სტუდენტების რაოდენობა რეკორდულ ნიშნულზეა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, სხვადასხვა უნივერსიტეტებში 2024-2025 სასწავლო წლებში 20 319 ინდოელი სტუდენტი სწავლობს.

ამავე მონაცემების თანახმად, აღნიშნული სტუდენტების უდიდესი ნაწილი, 16 715 სტუდენტი კერძო უნივერსიტეტებში სწავლობს, დარჩენილი 3 602 სტუდენტი კი სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

ამასთანავე, მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო ხუთ წელში საქართველოში ინდოელი სტუდენტების რაოდენობა 2.6-ჯერ არის გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, თუ 2020-2021 სასწავლო წლებში მათი რიცხვი 7771-ს შეადგენდა, დღეს რაოდენობა 20 ათასს აჭარბებს. დეტალურად ბოლო 5 წლის სტატისტიკა შეგიძლიათ იხილოთ დიაგრამაზე:

indoeli-studentebi-1740853075.jpg

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა 2023 წლის აგვისტოდან დაიწყო, რამაც ხელი შეუწყო ინდოეთიდან სტუდენტების რაოდენობის ზრდას. გარდა ამ ფაქტორისა, „გალთ&თაგარტი“ გასული წელს კვლევაში აღნიშნავდა, რომ ინდოელი ტურისტებისთვის საქართველო მიმზიდველი იყო ხელმისაწვდომი სწავლის პირობებითა და საცხოვრებელი ხარჯებით.

მერი ტაბატაძე