ოქროთი და ძვირფასეულით სავსე ჩაძირული ბორნები - 7 ყველაზე ძვირადღირებული ტვირთის ისტორია

ხომალდები საუკუნეებია, რაც მსოფლიო ოკეანეებს კვეთენ. მათ გადააქვთ ყველაფერი - ოქროთი და ძვირფასეულობით დაწყებული, ავტომობილებით დასრულებული.

როგორც წესი, გადამზიდ ხომალდებზე განთავსებული ტვირთი ძალიან ძვირად ღირებულია. შესაძლებელია ეს ღირებულება მილიარდობით დოლარიც კი იყოს.

თუმცა, ისტორია განსაკუთრებული ტვირთების ამბებსაც ინახავს.

წარმოგიდგენთ 7 ყველაზე ძვირად ღირებული ტვირთის ისტორიას:

asbja-1740858796.jpg

Felicity Ace: 438 მილიონ დოლარზე მეტი

2022 წლის მარტში, სატვირთო გემი, რომელსაც გერმანიიდან შეერთებულ შტატებში ათასობით ძვირადღირებული მანქანა გადაჰქონდა, პორტუგალიის არქიპელაგის მახლობლად ჩაიძირა. მანამდე კი ხანძარი გაჩნდა.

საბედნიეროდ, ეკიპაჟის 22-მა წევრმა შეძლო გემი დაეტოვებინათ, მაგრამ ბორტზე დარჩენილ მანქანებს და მათ მეპატრონეებს ნამდვილად არ გაუმართლათ.

ზღვაზე დარჩენილ ათასობით მანქანას შორის იყო მაღალი კლასის სუპერქარები, ჯიპები და რამდენიმე იშვიათი კლასიკური მანქანა.

საერთო ჯამში, გემზე განთავსებული იყო 3 965 მანქანა, რომელთა უმეტესობა იყო Audi, Porsche და Volkswagen, ასევე რამდენიმე Bentley და Lamborghini.

აცხადებენ, რომ ხანძარი Porsche-ს ლითიუმ-იონური ბატარეის გამო გაჩნდა და გემის ჩაძირვაზე პასუხისმგებელი ავტომწარმოებელი იყო.

Felicity Ace-ის მფლობელებმა და მზღვეველებმა Volkswagen Group-ს უჩივლეს.

gdasf-1740858839.jpg

San Miguel: 533 მილიონი დოლარი

ლეგენდარული ესპანური გემი “სან მიგელი“ (San Miguel), ფლოტის 11 გემიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც დატვირთული იყო ოქროთი, ვერცხლით და სხვა ძვირფასი ნივთებით. ის 1715 წლის 24 ივლისს ჰავანიდან ესპანეთში მიემართებოდა. თუმცა, გაცურვიდან რამდენიმე დღის შემდეგ ქარიშხალმა ჩაძირა.

2015 წელს მყვინთავებმა ჩაძირული საგანძურის ნაწილი აღმოაჩინეს. მათი შეფასებით, განძის ღირებულება დაახლოებით 533 მილიონი დოლარი იყო. საგანძურის ნაწილს დღემდე ეძებენ.

c-1740858867.jpg

Nuestra Señora de las Mercedes: 761 მილიონი დოლარი

Nuestra Señora de las Mercedes, რომელსაც მეთაურობდა ხოსე დე ბუსტამანტე, იყო საგანძურით დატვირთული ესპანური ფრეგატი, რომელიც ბრიტანელებმა პორტუგალიის სანაპიროებთან 1804 წელს ჩაძირეს. მაშინ ბრძოლაში 275 ადამიანი დაიღუპა.

ოქროსა და ვერცხლის მონეტების ძვირფასი ტვირთი 2007 წელს ამერიკულმა კომპანია Odyssey Marine Exploration-მა იპოვა.მაშინ კომპანიამ გემის ნამდვილი სახელის დასამალად გამოიყენა კოდური სახელი Black Swan Project.

Odyssey Marine Exploration-მა აღმოაჩინა 761 მილიონი დოლარის ღირებულების ვერცხლის და ოქროს მონეტა. ძვირფასეულობა აშშ-ში გადაიტანეს.

თუმცა, ესპანეთის მთავრობამ წამოიწყო სამართლებრივი ბრძოლა და საბოლოოდ საგანძური დაიბრუნა. ახლა ის ესპანეთის მუზეუმებშია გამოფენილი.

4-1740858932.jpg

Ever Given: 775 მილიონი დოლარი

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საკონტეინერო ხომალდი Ever Given, 2021 წლის მარტში მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. მაშინ ხომალდი სუეცის არხში გაიჭედა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა ექვსი დღის განმავლობაში გადაკეტა.

გემი, რომელსაც შეუძლია გადაიტანოს 20,000 სტანდარტული კონტეინერი, იგივეა სიგრძეში, რაც ნიუ-იორკის Empire State Building (399 მ).

Ever Given-ს, რომელიც მალაიზიიდან ნიდერლანდებში მიემგზავრებოდა, დაახლოებით 775 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გადაჰქონდა. მათ შორის იკეას ავეჯი, Nike-ის ტრენერები და ლენოვოს ლეპტოპები, ასევე ახალი საკვები.

გემის გათავისუფლების შემდეგ, ეგვიპტის ხელისუფლებამ იგი სამი თვის განმავლობაში გააჩერა და მხოლოდ მას შემდეგ გაუშვეს, რაც კომპენსაციის შეთანხმებას მოეწერა ხელი.

hjsdkjafhjk-1740858957.jpg

SS ცენტრალური ამერიკა: 849 მილიონი დოლარი

ეგრეთ წოდებული "ოქროს გემი", SS Central America, 1857 წლის სექტემბერში სამხრეთ კაროლინას სანაპიროსთან, ქარიშხლის გამო ჩაიძირა.

სამაშველო ნავმდე, 477 მგზავრიდან და ეკიპაჟის 101 წევრიდან მხოლოდ 100 ადამიანი მივიდა.

გემს, რომელიც კალიფორნიიდან ნიუ-იორკში მიემართებოდა, გადაჰქონდა ცხრა ტონა ოქრო მონეტები.

ცნობები ჩაძირული განძის შესახებ ამ დრომდე არსად გავრცელებულა.

dfxcghjk-1740858984.jpg

Nuestra Señora del Juncal: 1 მილიარდი დოლარი

ესპანეთის ერთ-ერთი უდიდესი ხომალდი Nuestra Señora del Juncal (იუნკალის ღვთისმშობელი), სავსე იყო ოქროთი, ვერცხლით, ძვირფასეულობათა და ფუფუნების საგნებით, როდესაც ის 1631 წლის ოქტომბერში, მექსიკის ყურის ფსკერზე ჩაიძირა.

ბორტზე მყოფი 300 ადამიანიდან მხოლოდ 39 გადარჩა და ძვირფასი საგანძური ზღვაში დაიკარგა.

ადგილობრივი საინფორმაციო წყაროების ცნობით, გემის ტვირთი, სავარაუდოდ, შეიცავდა 150 ტონამდე ძვირფას ლითონს და ღირდა 1 მილიარდ დოლარზე მეტი.

ესპანეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს მის მოსაძებნად და დასაბრუნებლად.

hjkl-1740859009.jpg

Whydah Gally: 1.2 მილიარდი დოლარი

Whydah Gally, ხომალდი, რომელსაც მონები და დაახლოებით 4,5 ტონა ოქრო და ვერცხლი გადაჰქონდა, 1717 წელს მეკობრეებმა დაატყვევეს.

ადგილობრივი ლეგენდა ამბობს, რომ მეკობრეების გემების ფლოტი ახალი ინგლისის სანაპიროზე ძლიერ ქარიშხალში მოხვდა და ყველა დაიღუპა. ჩაიძრა განძიც.

გემის ნაშთები 1984 წელს წყალქვეშა მკვლევარმა ბარი კლიფორდმა აღმოაჩინა. მრავალი ჩაძირული არტეფაქტი დღეს მუზეუმებია გამოფენილი. თუმცა, არავინ იცის, იპოვეს თუ არა დიდძალი ძვირფასეულობა.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი