ოდესმე დაფიქრებულხართ, სად არის მსოფლიოში ყველაზე ძვირი ცხოვრება? შესაძლოა, ეს ქვეყანა საქართველო გგონიათ, თუმცა, როგორც Numbeo's Cost of Living Index -მა დაითვალა, მსოფლიოს რიგი ქვეყნები, საცხოვრებელი ხარჯებით, კომუნალურებით და სხვა ღირებულებებით, საქართველოს ბევრად აღემატება.
Numbeo -მ უახლესი მონაცემების გამოყენებით შეადგინა ინდექსი, რომლის მიხედვითაც განსაზღვრა ქვეყნები, სადაც ყოველდღიური ცხოვრება უფრო ძვირია. 100 ქულა ნიშნავს, რომ იმ ქვეყანაში ცხოვრება ძალიან ძვირია. რაც უფრო ნაკლებია ქულა, იაფ ქვეყნად მიიჩნევა.
Cost of Living Index-ის რეიტინგში საქართველო 236-ე ადგილზეა და 32.9 ქულა აქვს მინიჭებული, რაც მას მსოფლიოში საცხოვრებლად ერთ-ერთ ყველაზე იაფ ქვეყნად აქცევს.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, საქართველოსთან შედარებით იაფ ქვეყნად მიიჩნევა აზერბაიჯანი - 30.7 ქულა; რუსეთი - 30.8 ქულა; შედარებით ძვირია - თურქეთი - 35.5 ქულა და სომხეთი - 40.3 ქულა.
აშშ - 64.9 ქულა
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ქვეყნების ათეული აშშ მეათე ადგილზეა. ქვეყანაში ბენზინი, ტანსაცმელი და საკვები ხელმისაწვდომია. თუმცა, ჯანდაცვა წარმოუდგენლად ძვირია. კიდევ უფრო ძვირია საცხოვრებელი სახლები და კომუნალური გადასახადები.
ისრაელი - 65.2 ქულა
ისრაელი კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელიც რეიტინგში, მე-19-დან მე-9 პოზიციამდე გადავიდა. ისრაელის პროფკავშირების ფედერაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საცხოვრებელი სახლი, ელექტროენერგია, საკვები და სასმელი ისრაელში ბოლო წლის განმავლობაში გაძვირდა.
დანია - 66.9 ქულა
დანია მე-8 ყველაზე ძვირად ღირებული ქვეყანაა მსოფლიოში.
თუმცა, ისრაელისგან განსხვავებით, დანიელები ნაკლებად უჩივიან დაბალ ხელფასს, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას აქვს მაღალი მსყიდველობითი უნარი.
ნორვეგია - 69 ქულა
მე-7 ყველაზე ძვირად ღირებული ქვეყანა რეიტნგში ნორვეგიაა.
ქვეყანაში ალკოჰოლი განსაკუთრებით ძვირია, ნახევარი ლიტრი იმპორტირებული ლუდი მსმელებისთვის თითქმის 10 დოლარი ღირს.
ბარბადოსი - 70 ქულა
ბარბადოსში საქონლის უმეტესობა იმპორტირებულია, რაც ხელს უწყობს ცხოვრების მაღალ ფასს.
ჰონგ-კონგი - 73.6 ქულა
ჰონგ კონგი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ქვეყნების ხუთეულშია. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი, იქ ცხოვრების ღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე მატერიკზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას უფრო და უფრო მეტი ფული სჭირდება გადარჩენისთვის.
საშუალოდ, სამომხმარებლო ფასები ჰონგ კონგში, ქირავნობის ჩათვლით, დაახლოებით 200%-ით მაღალია, ვიდრე ჩინეთში.
სინგაპური - 79.1 ქულა
სინგაპურმა რეიტინგში თავისი პოზიცია შეინარჩუნა და მეოთხე ადგილზეა ყველაზე ძვირადღირებული კუნძულების სიაში.
იქ ალკოჰოლი ითვლება ფუფუნების პროდუქტად და ძალიან ძვირია.
ერთოთახიანი ბინის დაქირავება ქალაქის ცენტრში საშუალოდ 2,930 დოლარი ღირს, ხოლო სინგაპურში ახალი მანქანის ყიდვა უფრო ძვირია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, რადგან მთავრობა გადასახადებსა და ტარიფებს აწესებს.
ბაჰამის კუნძულები - 81.4 ქულა
მესამე ყველაზე ძვირადღირებული ადგილი არის მზიანი ბაჰამის კუნძულები. არქიპელაგში ორკაციანი კვება ძალიან ძვირია. რადგან თითქმის ყველაფრის იმპორტი ხორციელდება, საკმაოდ ძვირია ისეთი პროდუქტები, როგორიცაა რძე, კვერცხი და პური და სხვა.
ისლანდია - 83.4 ქულა
ისლანდია არის ქვეყანა მკაცრი იმპორტის რეგულაციებით, რაც კიდევ უფრო ზრდის ფასებს.
ქვეყანაში საკვები პროდუქტები ერთ-ერთი ყველაზე ძვირია მსოფლიოში.
შვეიცარია - 98.4 ქულა
შვეიცარია კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ყველაზე ძვირადღირებული ქვეყნების სათავეში მსოფლიოს მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მისი რეიტინგი 101.1 იყო.
თუმცა, Numbeo ასევე აფასებს შვეიცარიის მსყიდველუნარიანობას, როგორც "ძალიან მაღალს", რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეების უმეტესობა სარგებლობს კომფორტული ცხოვრების წესით.
წყარო: loveproperty.com