სამეგრელო-ზემო სვანეთში ყოველი მე-3 მოქალაქე გაჭირვებულია - რამდენი პირი იღებს საარსებო შემწეობას

სამეგრელო-ზემო სვანეთში საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 7.8 ცხოვრობს. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით მოსახლეობის რაოდენობა 3.96 მილიონს აჭარბებდა, საიდანაც 278 800 პირი აღნიშნულ რეგიონში ცხოვრობდა.

რეგიონში მაღალია სოციალურად დაუცველი პირების რაოდენობა. უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში საარსებო შემწეობას 81 065 პირი იღებდა, მათგან 36 675 ჩართული იყო დასაქმების პროგრამაში. მონაცემები აჩვენებს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში ყოველი მე-3 ადამიანი სოციალურად გაჭირვებულია.

გარდა ამისა, რეგიონში ყოველი მესამე მოქალაქე პენსიონერია. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში საარსებო შემწეობა სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრებმა 89 408 პირმა მიიღო.

მერი ტაბატაძე