საქართველოს მასშტაბით 8 334 ვიდეოკამერაა დამონტაჟებული - რამდენია ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის

ბოლო სამ წელში საქართველოს მასშტაბით განთავსებული ვიდეოკამერების რაოდენობა 1 838-ით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ქვეყანაში განთავსებული იყო 6 496 ვიდეოკამერა, მათი რიცხვი 2024 წლის 31 დეკემბრისთვის კი 8 334-ს შეადგენდა.

უფრო კონკრეტულად, 2022 წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებული ვიდეოკამერების უდიდესი ნაწილი, 4 407 ერთეული ზოგადი ხედვის, დარჩენილი 2 089 კი ნომრის ამომცნობი იყო.

მომდევნო წელს თითქმის ათასით გაიზარდა კამერების რაოდენობა, მათ შორის კი ზრდის დიდი ნაწილი კვლავაც ზოგადის ხედვის კამერებზე მოდიოდა. კერძოდ, 2023 წელს 7 379 ვიდეოკამერიდან 5 079 ზოგადი ხედვის, 2 300 კი ნომრის ამომცნობი კამერა იყო.

რაც შეეხება ბოლო, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს, საქართველოში დამონტაჟებული იყო 5 905 ზოგადი ხედვის და 2 429 ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერა (ჯამში 8 334).

მერი ტაბატაძე