Numbeo-მ მიმდინარე წლის რძის ფასების ინდექსი განაახლა. მონაცემების მიხედვით, 127 ქვეყანას შორის საქართველო მე-31 ადგილზე მოხვდა. კვლევის თანახმად, საქართველოში 1 ლიტრი რძე საშუალოდ 1.81 დოლარი ღირს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე მონაცემების მიხედვით, მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში რძე ყველაზე ძვირია, ყველაზე იაფი კი თურქეთშია, სადაც 1 ლიტრის საშუალო ფასი 92 ცენტს (110-ე ადგილი) შეადგენს.
რაც შეეხება სხვა მეზობელ ქვეყნებს, მათი ფასები ასე გამოყურება: სომხეთი (46-ე ადგილი) - 1.57 დოლარი; აზერბაიჯანი (71-ე ადგილი) - 1.3 დოლარი; რუსეთი (109-ე ადგილი) - 94 ცენტი.