5 ქვეყანა, სადაც ქართული ღვინო ყველაზე იაფად გადის

2025 წლის იანვარში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქართული ნატურალური ღვინის ექსპორტი 34.6%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს საანგარიშო პერიოდში ექსპორტზე გავიდა 4 232 ტონა ქართული ღვინო, რომლის ღირებულებამაც 12.8 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის პირველ თვეში კი ადგილობრივ ექსპორტზე 6 477 ტონა ქართული ღვინო 17.96 მილიონ დოლარად გავიდა.

როგორც წინა წლებში, 2025 წლის დასაწყისშიც ქართული ღვინის უდიდესი ნაწილის ექსპორტი რუსეთში განხორციელდა, თუმცა რუსეთის წილი შემცირებულია. ასე მაგალითად, თუ წელს ქართული ღვინის 60.5% რუსეთში გავიდა, გასული წლის იანვარში ეს წილი 78.2%-ს შეადგენდა. უფრო კონკრეტულად მონაცემები ასე გამოყურება:

  • 2024 იანვარი: რუსეთში გავიდა 13.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 5 066 ტონა ღვინო;
  • 2025 იანვარი: რუსეთში ექსპორტზე გავიდა 6.98 მილიონი დოლარის 2 561 ტონა ღვინო.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთი იმ ქვეყნების ხუთეულშია, სადაც ქართული ღვინო ყველაზე იაფად გადის ექსპორტზე. მაგალითად, 2025 წლის იანვარში რუსეთში 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 2.72 დოლარს შეადგენდა.

ქვეყნები, სადაც ქართული ღვინის საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე ყველაზე დაბალია, ასე გამოყურება:

  • თურქმენეთი - 41.9 ათასი დოლარის 17 ტონა (1 ლიტრი საშუალოდ 2.43 დოლარი);
  • პოლონეთი - 798.9 ათასი დოლარის 311 ტონა (1 ლიტრი საშუალოდ 2.56 დოლარი);
  • უკრაინა - 643.1 ათასი დოლარის 247 ტონა (1 ლიტრი საშუალოდ 2.59 დოლარი);
  • ისრაელი - 144.3 ათასი დოლარის 53 ტონა (1 ლიტრი საშუალოდ 2.71 დოლარი);
  • რუსეთი - 6.98 მლნ დოლარის 2 561 ტონა (1 ლიტრი საშუალოდ 2.72 დოლარი).
მერი ტაბატაძე