2025 წლის იანვარში, გასული წლის იანვართან შედარებით, ქართული ჩირის ექსპორტი 22%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, წელს საანგარიშო პერიოდში ექსპორტზე გავიდა 54 ტონაზე მეტი ქართული ჩირი, რომლის ღირებულებამაც 233 ათას დოლარს გადააჭარბა; გასული წლის იმავე პერიოდში კი ექსპორტზე გავიდა 226 ათასი დოლარის ღირებულების 44 ტონა ჩირი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოცულობის ზრდის მიუხედავად, შემცირებულია ფასი. ასე მაგალითად გასულ წელს 1 კგ-ის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 5 დოლარი იყო, წელს იანვარში კი 4.2 დოლარამდე შემცირდა.
რაც შეეხება 2024 წლის მონაცემებს, ქართული ჩირის საექსპორტო მოცულობამ გასულ წელს ჯამში 766 ტონა შეადგინა, ღირებულებამ კი 1.9 მილიონ დოლარს შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 60%-იანი ზრდა იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელსაც ქართული ჩირის მთავარი ბაზარი კვლავ გერმანია იყო, სადაც სულ საანგარიშო პერიოდში 1.19 მლნ დოლარის 322 ტონა ჩირი გავიდა. საექსპორტო ბაზრების ხუთეულს კი შემდეგი ქვეყნები ავსებდა: რუსეთი (254 ათასი დოლარის 121 ტონა), საფრანგეთი (207 ათასი დოლარის 69 ტონა), სომხეთი (160 ათასი დოლარის 159 ტონა) და თურქეთი (27 ათასი დოლარის 46 ტონა).