საცხოვრებელი ბინის ქირა გაიაფდა - როგორია ფასები თბილისში

თბილისში ბინის ქირა გაიაფდა. „თიბისი კაპიტალის“ უძრავი ქონების ბაზრის კვლევის მიხედვით, 2025 წლის იანვარში წლიურად 12%-ით არის შემცირებული ფასები.

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარში საცხოვრებელი ბინის საშუალო გასაქირავებელი ფასი 1კვ.მ-ზე 10.7 დოლარს შეადგენდა. ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის იანვარში ფასი 12 დოლარს აღწევდა.

რაც შეეხება გაყიდვებს, იანვარში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციები 6%-ით შემცირდა და 2 796 შეადგინა. ამავე პერიოდში საშუალო გასაყიდი ფასი 1 კვ.მ-ზე 1 223 დოლარს შეადგენდა.

იხილეთ ასევე: „თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა შენელდა“ - როგორია საცხოვრებელი ბინების ფასები

მერი ტაბატაძე