2025 წლის თებერვალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქორწინების 958 სინჯიანი ოქროს ბეჭედი 33%-ით გაძვირდა - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში.
„ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა იმის შესახებ, რომ მსოფლიო ბირჟებზე ოქროს რეკორდული გაძვირების პარალელურად, ძვირფასი ლითონის ფასი იზრდებოდა საქართველოშიც.
ამჟამად, მსოფლიო ბირჟებზე ერთი უნცია ოქროს ფასი 2 911 დოლარს უტოლდება. Gold Prices-ის 9 მარტის მონაცემებით, ოქროს ფასები წლიურად 34%-ით არის გაძვირებული, მხოლოდ ერთი თვის ჭრილში ფასის 2.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოში ოქრო 74%-ით არის გაძვირებული.
იხილეთ ასევე: „დილით მოვდივართ ბირჟაზე და ოქრო კიდევ გაძვირებულია - ამხელა ფასი არასდროს ჰქონია“ - რა ღირს გრამი