რუსებში აფხაზეთი ყველაზე პოპულარული სარკინიგზო მიმართულებაა, თბილისი კი ავიარეისების ხუთეულშია

მაისში რუსებისთვის ყველაზე პოპულარულ სარკინიგზო მიმართულებებს შორის ოკუპირებული აფხაზეთი მეორე ადგილზე, ხოლო საერთაშორისო ავიარეისებს შორის თბილისის მიმართულება მეოთხე ადგილზეა.

ამის შესახებ ტურისტულ სერვის Tutu.ru-ს მონაცემებში წერია.

კერძოდ, მაისში ყველაზე პოპულარული სარკინიგზო რეისი მოსკოვი-მინსკი, შემდეგი კი დონის როსტოვი-გაგრაა. ამ რეისზე მატარებლის ბილეთის ფასი 3,520 რუბლიდან (40 დოლარიდან) იწყება.

საერთაშორისო საჰაერო მარშრუტებს შორის ყველაზე პოპულარული რეისი კვლავ მოსკოვი-მინსკის რეისია, რომელსაც მოსკოვი-ბაქოს და მოსკოვი-ტაშკენტის მიმართულებები მოსდევს, ხოლო მეოთხე ადგილზე მოსკოვი-თბილისის რეისია.

ხუთეულს სტამბოლის მიმართულება ხურავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ