„იდეალური საინვესტიციო კლიმატი რომ შევქმნათ ჩვენს რეგიონში, უნდა შევეცადოთ დავაბალანსოთ და მოვიზიდოთ ინვესტიციები, როგორც ევროპიდან, ამერიკიდან, ჩინეთიდან, ისე ჩვენი სამეზობლოდან, რუსეთის ჩათვლით“, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ განაცხადა.
მისი ხედვით, ანაკლიის პროექტის ინვესტორების იდეალური ჯგუფი ასე გამოიყურება: 25% - ჩინური, 25% - ევროპული, 25% - ამერიკული და 25% - რუსული. როგორც ქობულიამ აღნიშნა, დღეს მთავრობაში რომ იყოს, პროექტის წილებს სწორედ ასე გადანაწილება, რადგან ასეთი ჯგუფი ვითარებას „გეოპოლიტიკურად დააბალანსებდა“.
„იდეალური საინვესტიციო კლიმატი რომ შევქმნათ ჩვენს რეგიონში, უნდა შევეცადოთ დავაბალანსოთ და მოვიზიდოთ ინვესტიციები, როგორც ევროპიდან, ამერიკიდან, ჩინეთიდან, ისე ჩვენი სამეზობლოდან, რუსეთის ჩათვლით. ეს ჩვენ მოგვცემს საშუალებას, შევქმნათ იდეალური პირობები ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩემთვის მაგალითად, ინვესტორების იდეალური ჯგუფი, რომელიც განახორციელებდა ანაკლიის პროექტს, არის: 25% - ჩინური, 25% - ევროპული, 25% - ამერიკული და 25% - რუსული. ეს მოგვცემდა ჩვენ აბსოლუტური უსაფრთხოების გარემოს. სამწუხაროდ, ეს ის არის, რასაც ბევრი ადამიანი ვერ ხვდება, ან არ ხვდება.
ასეთი გარემოს შექმნას მოჰყვებოდა საკმაოდ მძლავრი ინვესტიციების ნაკადი, ასეთი გარემოს შესაქმნელად, მე რომ დღეს მთავრობის წევრი ვიყო, იგივე ანაკლიის პროექტის გაკეთებადია, ზუსტად ასეთი სტრუქტურის ინვესტორთა ჯგუფს შევქმნიდი და ამისთვის შეიძლება კიდევაც ღირდეს გარანტიების გაცემა სახელმწიფოს მხრიდან (რაც არ ამოხდა წინა პროექტს დროს), რომ შეიკრას ეს ჯგუფი, რომელიც უნიკალურ პირობებს შექმნიდა საქართველოში.
რა თქმა უნდა, სახელმწიფო შეიძლება იყოს მაჟორიტარი, მაგრამ ამავე დროს არ ქმნის იმ უსაფრთხოების გარანტიებს, რასაც შექმნიდა კონსორციუმი ინვესტორების, დაბალანსებული გეოპოლიტიკურად. იმიტომ, რომ ჩინელები ჩვენ გვჭირდება აგრეთვე იმაში, რომ ძირითადად მათ ტვირთებზეც არის საუბარი. რუსეთი გვჭირდება იმიტომ, რომ გეოპოლიტიკურად დაბალანსდეს, ისევე როგორც ამერიკა და ევროპა“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.