როგორი იქნება პირადობის მოწმობის ახალი დიზაინი - სამინისტროს გადაწყვეტილებით ვიზუალი შეიცვლება

იუსტიციის მინისტრის ანრი ოხანაშვილის გადაწყვეტილებით შეიცვლება საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე დროებითი და მუდმივი ბინადრობის, დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ვიზუალი. ამის შესახებ მინისტრის 10 მარტის ბრძანებაშია აღნიშნული.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს ბრძანება ამოქმედდება 2025 წლის 4 ივნისიდან. რაც შეეხება ზემოთჩამოთვლილ ძველ მოწმობებს ანუ ახალი ბრძანების ამოქმედებამდე გაცემულ შესაბამისი მოწმობებს, ისინი მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.

ამასთან, ბრძანების თანახმად, მოწმობაზე დაიტანება საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით, ერთ ფერში და საქართველოს სახელმწიფო დროშა.

„მოწმობის ფონური გამოსახულების ნაბეჭდი ელემენტები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ რთული იყოს ფონური გამოსახულების დაშლა (მაგალითად, ობიექტის დანაწევრება პატარა კომპონენტებად) გაყალბების მიზნით და მანიპულაციები ადვილად აღმოსაჩენი იყოს.

მოწმობა უნდა შეიცავდეს: სახელს; გვარს; სქესს; მოქალაქეობას; დაბადების თარიღს; დაბადების ადგილს; პირად ნომერს; ფოტოსურათს; პირადი ხელმოწერის ნიმუშს; მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; მოწმობის გაცემის თარიღს; მოწმობის მოქმედების ვადას; ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს; კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს; მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number); QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია,“ - ნათქვამია იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში.

piradoba-1741693455.jpg

piradoba-ukana-1741693472.png

binadroba-1741693489.jpg

mudmivi-binadrobis-1741693504.jpg