იანვარ-თებერვალში სავაჭრო ბრუნვა 15.4%-ით გაიზარდა - საქსტატი

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3.564 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.4 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, 2025 წლის 1-ელ ორ თვეში ექსპორტი 835.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 4.0 პროცენტით), ხოლო იმპორტი 2.728. მლრდ. აშშ დოლარი (გაიზარდა 19.5 პროცენტით).

„საქსტატის“ მონაცემებითვე, საანგარიშო პერიოდში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-თებერვალში 1 893.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53.1 პროცენტია.