საქართველოსა და ტიმორ ლესტეს შორის დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის შესაძლოა, უვიზო მიმოსვლა დაიწყოს

საქართველოსა და ტიმორ ლესტეს შორის დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის შესაძლოა, უვიზო მიმოსვლა დაიწყოს. ამის შესახებ განკარგულება უკვე გამოქვეყნდა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მთავრობებს შორის გაიმართება მოლაპარაკებები, ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლისთვის.

უფრო კონკრეტულად, დოკუმენტის თანახმად, დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები ვიზის მიღებისგან გათავისუფლდებიან და გადაადგილებას უვიზოდ შეძლებენ.

შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის 11 მარტს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მერი ტაბატაძე