„ამათ უნდა გამოვგლიჯოთ ეს ქვეყანა ხელიდან,“ - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„ასეთ ვითარებაში კატეგორიულად გამოვრიცხავ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. 26 ოქტომბერს ხელისუფლებამ გვითხრა, რომ უბრალოდ არჩევნები გააუქმეს. ვიღაცა ტიპები დაჯდებიან და რასაც უნდა იმას დაწერენ. უნდა ვიბრძოლოთ გაცილებით დიდი მიზნებისთვის, ვიდრე ამათ თამაშში შევყვეთ. ამათ უნდა გამოვგლიჯოთ ეს ქვეყანა ხელიდან.
„ქართული ოცნება“ კუთხეშია მიყენებული. უბრალოდ, ახლა ტრამპის უცნაური გამოსვლებით აჟიტირებულები გახდნენ. საერთაშორისო აღიარება მათ არ აქვთ, არსად მათ არავინ ეპატიჟება, საერთაშორისო დაფინანსება ყველამ შეგვიწყვიტა, რის გარეშეც კატასტროფა იქნება.
არ მიხარია ეს რა თქმა უნდა.. ყველას დაგვარტყამს... ისეთი ეკონომიკური ვითარება გველის რომ მტრისას და ავისას, საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულება გაუჭირდებათ.
აქ უნდა იყოს პროტესტი, იმისათვის, რომ ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა გვქონდეს, რაც იქნება გადამწყვეტი. რუსთაველზე თუ იქნება პროტესტი, აუცილებლად დავბრუნდებით საერთაშორისო დღის წესრიგში,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.