მთავრობის გადაწყვეტილებით, ირაკლი ღარიბაშვილს და თეა წულუკიანს სახელმწიფო დაცვა დაენიშნათ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ 12 მარტს ხელმოწერილი განკარგულება მთავრობის ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
„ირაკლი ღარიბაშვილს დაენიშნოს/ გაუგრძელდეს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდიწარე საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის 1-ელ აპრილამდე პერიოდში, სანელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად.
თეა წულუკიანს დაენიშნოს/ გაუგრძელდეს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წიწაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის 1-ელ აპრილამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად,“ - აღნიშნულია განკარგულებაში.
ცნობისთვის, როგორც ირაკლი კობახიძის განკარგულებაშია აღნიშნული, ირაკლი ღარიბაშვილისთვის სახელმწიფო დაცვის სამსახურის დანიშვნის საფუძველი გახდა მთავრობის დადგენილების პუნქტი, რომელიც გულისხმობს შემდეგს:
რაც შეეხება თეა წულუკიანს, როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების საფუძველი გახდა კანონით განსაზღვრული შემდეგი ნორმა: