ქონება იყო მამაჩემის სახელზე, დედამ გადაწყვიტა ჩემ ძმისშვილს გადაუფორმოს, შემიძლია თუ არა ჩემი წილი მოვითხოვო? - იურისტის რჩევები

სწრაფი სესხების დილემა, როგორ დავიცვათ თავი ბინის დაკარგვისგან, პრობლემური ანდერძები - ამ და სხვა საკითხებზე „კვირის პალიტრა“ ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებულ ადვოკატს ნუგბარა როსტიაშვილს ესაუბრა.

ცნობისთვის, რუბრიკაში „იურისტი გირჩევთ“, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები მოქალაქეების მხრიდან რედაქციაში შემოსულ კითხვებს პასუხობენ.

საზიარო სახლის ეზოს გამიჯვნაზე უარს ამბობს მოზიარე, სახლი გამიჯნულია, მხოლოდ ეზოს გამიჯვნაზეა პრობლემა. შეთანხმება ვერ ხერხდება, რადგან არ ცხოვრობს­ საქართველოში. გვინდა გავაფართოოთ სახლი და ამის უფლებას არ გვაძლევს. ამ შემთხვევაში­ მხოლოდ სასამართლოა გამოსავალი? და კიდევ ერთი შეკითხვა: დედაჩემის ძმამ სოფელში გაყიდა ბებია-ბაბუის დანატოვარი მიწის ნაკვეთი სოლიდურ თანხად. დედაჩემს ანუ მის დას არ არგო არაფერი, ბებია-ბაბუა აღარ არიან ცოცხალი. რა უნდა მოიმოქმედოს დედაჩემმა?

- თუ მხარეები ვერ თანხმდებით გამი­ჯვნაზე, უნდა მიმართოთ სასამართლოს სარჩელით. მეორე კითხვას რაც შეეხება, იმისათვის, რომ სწორი კონსულტაცია გაგიწიოთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის გარდაიცვალა ბებია-ბაბუა, დედათქვენს აქვს თუ არა სამკვიდრო მიღებული, ფლობდა თუ არა დედათქვენი ბებია-ბაბუის ქონებას გარდაცვალების მერე, ასევე დედის ძმამ როგორ მიიღო სამკვიდრო.

მამას ბავშვისთვის არ გადაუხდია ალიმენტი, არადა, სასამართლოთი ჰქონდა დაკისრებული. ვიჩივლე სააღსრულებოში, მაგრამ ვერ ამოიღეს, რადგან ქონება მის სახელზე­ არ იყო, არც ხელფასი უფიქსირდებოდა ბარათზე, ხელზე იღებდა. ბავშვი ახლა ხდება სრულწლოვანი, ამის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება თუ არა ალიმენტის თანხის მოთხოვნა? საკმაოდ დიდი თანხაა ამოსაღები და მინდა ჩემი შვილის სწავლისთვის გამოვიყენო.

- ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევიდან ალიმენტის თანხის გადახდის მოთხოვნის ვადა 10 წელია, ხოლო 10 წლის მერე მოთხოვნა გახდება ხანდაზმული.

რამდენად სარისკოა ისეთი ქონების ყიდვა, რომელსაც ბანკი ყიდის აუქციონზე?

- მთავარია, აუქციონის ჩატარება კანონით გათვალისწინებული წესით, რათა არ იყოს მისი გაუქმების საფუძველი. ხშირად­ წესების დაცვით არ ტარდება­ აუქციონი, შესაძლოა პრობლემა აღმოჩნდეს უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრის გამოსახლება აღნიშნული ქონებიდან და, როგორც წესი, ასეთი დავები წლობით გრძელდება.

მოგესალმებით, ვარ მეუღლესთან გაშორებული, ბავშვი არის დედასთან და ნახვის უფლებას არ მაძლევს. ამის გამო შევიტანე საჩივარი სასამართლოში, მოვითხოვე ნახვის დღეები, თუმცა სასამართლო პროცესი თვეებია არ დანიშნულა. სასამართლოს დასრულებამდე შემიძლია თუ არა შვილის ნახვა?

- სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეგიძლიათ შუამდგომლობით მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ დროებითი განკარგულება,­ რაც გულისხმობს, რომ სასამართლო გამოიტანს დროებით გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შეძლებთ ბავშვთან ურთიერთობას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დროსა და დღეს. ეს განკარგულება ძალაში იქნება სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

უძრავი ქონება იყო მამაჩემის სახელზე,­ მამა გარდაცვლილია. დედამ გადაწყვიტა მთლიანი ქონება გადააფორმოს შვილიშვილის სახელზე, ანუ ჩემს ძმისშვილზე. შემიძლია თუ არა ჩემი წილი მოვითხოვო?

- თქვენ ხართ მამათქვენის პირველი რიგის მემკვიდრე, როგორც დედათქვენი,­ თუმცა იმისათვის, რომ სამკვიდროდან წილი მიიღოთ, აუცილებელია მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მიმართოთ განცხადებით ნოტარიუსს სამკვიდროს მისაღებად. თუ 6 თვეზე მეტია გასული, ნოტარიუსი უარს გეტყვით და მოგიწევთ სასამართლოსთვის მიმართვა და დამტკიცება, რომ მამის ქონებას ფაქტობრივად ფლობდით, რათა მიიღოთ მემკვიდრეობა.

ვარ მეორე ქორწინებაში, პირველი ქორწინებიდან მყავს შვილები, მეორე ქორწინებაში­ საერთო შვილი არ გვყავს. როგორ შეიძლება ეს ქონება გავაფორმო ჩემი შვილების სახელზე, ისე, რომ ჩემს მეუღლეს არ დარჩეს წილი? ქონება ჩემი შრომით არის შეძენილი.

- თუ ქონება, რომლის გადაფორმებაც გსურთ, თქვენს სახელზეა, შეგიძლიათ შვილებს გადაუფორმოთ საჯარო რეესტრში.

მეუღლეს მემკვიდრეობით აქვს მიღებული ქონება, მაგრამ ერთად ცხოვრებისას ბევრი რამ შევქმენით, ახლა მივედი განქორწინების­ გადაწყვეტილებამდე. მინდა სარჩელი შევიტანო სასამართლოში, შემიძლია თუ არა მას მოვთხოვო განქორწინებისას წილი ამ ქონებიდან?

- თუკი ქორწინების პერიოდში მემკვიდრეობით მიღებული ქონება საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაშინ შეგიძლიათ მოითხოვოთ წილი აღნიშნული ქონებიდან, სხვა შემთხვევაში, როგორც მემკიდრეობით მიღებული ქონება, ასევე ჩუქებით მიღებული, ითვლება იმ მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებად, რომელმაც ის მიიღო.

ვიყიდე გაქირავებული ბინა, სადაც ცხოვრობს მდგმური. მეუბნებიან, რომ ერთი თვე იურიდიულად მდგმურმა უნდა გადაუხადოს­ თანხა ძველ მეპატრონეს. ეს სწორია? ამბობს, ბინის გაყიდვის შემდეგ მაქვს უფლება ორი თვე ქირის თანხა მე ავიღოო. რა უფლებები მექნება მე, როგორც ბინის ახალ მეპატრონეს?

- კანონის საფუძველზე, შეიძლება შემძენი ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგოს შეძენილი ქონება, რაც ნიშნავს, რომ შეძენილი ქონებით სარგებლობა განაგრძოს შემძენმა და არა ქონების გამყიდველმა. ანუ ის, რომ შეძენილი ქონებით ქონების გამყიდველმა გააგრძელოს მისით სარგებლობა, ეს კანონიდან არ გამომდინარეობს. განაგრძეთ კითხვა: