სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს თებერვალში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, მწვანილი 46%-ით გაძვირდა. შედეგად, წლიურად ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის მწვანილი მეორე ადგილზეა.
საქსტატის მონაცემებითვე, იანვარში (თებერვალი ჯერ გამოქვეყნებული არის), აღნიშნული პროდუქტის იმპორტი გაიზარდა, თუმცა ფასი შემცირებულია.
კერძოდ, 2025 წლის იანვარში 142.53 ტონა (89.6 ათასი აშშ დოლარი) მწვანილი ( მწვანილის სახეობების 80% შედის) შეიძინა, 2024 წლის იგივე თვეში - 139.28 ტონა (117 ათასი აშშ დოლარი).
(შენიშვნა: ფასი გამოყვანილია საშუალო მაჩვენებლებით, გადასახადების გარეშე)
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც წელს იანვარში მწვანილის იმპორტი განხორციელდა, ლიდერია ირანი, რომელზეც მთლიანი იმპორტის 96% -ზე მეტი მოდის.
უფრო კონკრეტულად, პროდუქტის იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული (2025 წლის იანვარში), ასე გამოიყურება: