სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, 2025 წლის მარტში შესყიდვების სააგენტოს „შავ სიაში“ უკვე 6 სუბიექტი მოხვდა. სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, აქედან 5 არის შპს, ერთი კი ინდ.მეწარმე.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რომელი კომპანია (შპს) მოხვდა „შავ სიაში“ და ვის ეკუთვნის ისინი:
- შპს „გლობალ ლიფტი 2010“ - კომპანია 2020 წელს დარეგისტრირდა. ბოლო ამონაწერით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი არის მალხაზ ალიშანიძე.
- შპს „აი სი ინდასტრი“ - კომპანია 2023 წელს დარეგისტრირდა. ბოლო ამონაწერით, მისი მფლობელი და დირექტორი არის მამუკა ოდიშარია.
- შპს „როიალ ჯგუფი 2024“ - კომპანიის 100%-იან წილს გიორგი ბოჭოიძე ფლობს, დირექტორი კი ომარ კიკაჩეიშვილია.
- „გაშავებულთა“ სიაში მოხვდა 2011 წელს რეგისტრირებული შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია, რომლის 80%-ს სოფიო მაჭარაშვილი, 20%-ს კი ანზორ მაჭარაშვილი ფლობენ.
- შპს „რულოპაკ ჯორჯია“ - კომპანია 2021 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის მფლობელიც და დირექტორიც არის თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ინანჩ ჯოშქუნი.
ამასთან, წელს „შავ სიაში“ მოხვდა ინდ.მეწარმე დოდო რიბაკოვი.