გლობალურ ბაზარზე ნავთობი გაძვირდა - როგორია საწვავის ფასი საქართველოში

გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 10:40 საათზე, 67.18 დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 0.95%-იან ზრდაზე მიანიშნებს. რაც შეეხება Brent-ის ტიპის ნავთობის ფასს, ამ შემთხვევაში მატებამ 1% შეადგინა და ბარელზე 70.58 დოლარს გაუტოლდა.

რაც შეეხება საქართველოს, შეგახსენებთ, რომ ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე 20 იანვრიდან საწვავის ფასები 4-8 თეთრის ფარგლებში გაძვირდა. მას შემდეგ გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი რამდენიმე კვირის განმავლობაში მცირდებოდა, თუმცა ფასები საქართველოში 20 იანვრის შემდეგ არ შეცვლილა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასებს:

Socar:

  • ნანო სუპერი - 3.55 ლარი
  • ნანო პრემიუმი - 3.20 ლარი
  • ნანო ევრო რეგულარი - 3.03 ლარი
  • ევრო 5 დიზელი - 3.03 ლარი
  • ნანო ევრო 5 დიზელი - 3.14 ლარი.

Gulf:

  • G-Force სუპერი - 3.63 ლარი;
  • G-Force პრემიუმი - 3.23 ლარი;
  • G-Force ევრო რეგულარი - 3.13 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 3.03 ლარი;
  • G-Force ევრო დიზელი - 3.19 ლარი.

Rompetrol:

  • სუპერი - 3.63 ლარი;
  • ევრო პრემიუმი - 3.24 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 3.04 ლარი;
  • Efix ევრო დიზელი - 3.25 ლარი;
  • ევრო დიზელი - 3.15 ლარი.

Wissol:

  • ეკო სუპერი - 3.62 ლარი;
  • ეკო პრემიუმი - 3.22 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 3.05 ლარი;
  • ევრო დიზელი - 3.12 ლარი;
  • ეკო დიზელი - 3.17 ლარი;
  • დიზელ ენერჯი - 3.04 ლარი.

Portal:

  • პრემიუმი - 2.89 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.79 ლარი;
  • ევრო დიზელი - 3.99 ლარი.
მერი ტაბატაძე