ეროვნული ნაკრების მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის სატრანსფერო ფასი გაიზარდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის სატრანსფერო ღირებულება 200 ათასი ევროს ოდენობით გაიზარდა.

Transfermarkt-ის მონაცემების თანახმად, 14 მარტს ფეხბურთელის სატრანსფერო ფასმა 700 ათასი ევრო შეადგინა. იქამდე კი მისი სატრანსფერო ფასი ნახევარ მილიონ ევროს შეადგენდა.

ცნობისთვის, გუგეშაშვილი ზაფხულის სეზონიდან „პანსერაიკოს“ დატოვებს და მომდევნო სამწლიან ასპარეზობას „პაოკში“ გააგრძელებს.

მერი ტაბატაძე