„შეიძლება ახალი ტიპის პანდემიას დაუდოს სათავე - ნავარაუდევია, რომ დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა გრადუსნახევრით მოიმატებს“

ბოლო სა­უ­კუ­ნე­ე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბებ­მა, დაგ­რო­ვე­ბულ­მა სტა­ტის­ტი­კურ­მა მო­ნა­ცე­მებ­მა ცხად­ყო, რომ სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა დე­და­მი­წა­ზე საგ­რძნობ­ლად შე­იც­ვა­ლა. მეც­ნი­ე­რე­ბის მიერ ისიც დად­გე­ნი­ლია, თუ რას უკავ­შირ­დე­ბა ეს და რა არის ამის მი­ზე­ზი.

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა გა­რე­მოს უდი­დეს საფრ­თხე­ებს უქ­მნის და ასე­ვე დიდ ზი­ანს აყე­ნებს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას. მნიშ­ვნე­ლო­ვან საფრ­თხე­ე­ბი იქ­მნე­ბა არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის. კონ­კრე­ტუ­ლად რა გავ­ლე­ნას ახ­დენს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე და რა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია ამ კუ­თხით ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, ამა­ზე AMBEBI.GE-ს ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, გი­ორ­გი ბახ­ტუ­რი­ძე ესა­უბ­რე­ბა:

ბოლო სა­უ­კუ­ნე­ე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბებ­მა, დაგ­რო­ვე­ბულ­მა სტა­ტის­ტი­კურ­მა მო­ნა­ცე­მებ­მა ცხად­ყო, რომ სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა დე­და­მი­წა­ზე საგ­რძნობ­ლად შე­იც­ვა­ლა. მეც­ნი­ე­რე­ბის მიერ ისიც დად­გე­ნი­ლია, თუ რას უკავ­შირ­დე­ბა ეს და რა არის ამის მი­ზე­ზი.

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა გა­რე­მოს უდი­დეს საფრ­თხე­ებს უქ­მნის და ასე­ვე დიდ ზი­ანს აყე­ნებს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას. მნიშ­ვნე­ლო­ვან საფრ­თხე­ე­ბი იქ­მნე­ბა არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის. კონ­კრე­ტუ­ლად რა გავ­ლე­ნას ახ­დენს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე და რა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია ამ კუ­თხით ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, ამა­ზე AMBEBI.GE-ს ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, გი­ორ­გი ბახ­ტუ­რი­ძე ესა­უბ­რე­ბა:

- ბოლო სა­უ­კუ­ნე­ე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბებ­მა ცხად­ყო, რომ დე­და­მი­წა­ზე სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რამ გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში 0,5-0,6 გრა­დუ­სით მო­ი­მა­ტა. ამ სა­უ­კუ­ნე­ში ნა­ვა­რა­უ­დე­ვია, რომ გრა­დუს-ნა­ხევ­რით კი­დევ მო­ი­მა­ტებს. მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ეს ერ­თის მხრივ სა­სათ­ბუ­რე გა­ზე­ბის ემი­სი­ით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რაც ტემ­პე­რა­ტუ­რულ რე­ჟი­მებს ზრდის. თა­ვად ეს ემი­სი­ე­ბი კი სა­წარ­მოო პრო­ცე­სე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბამ გა­მო­იწ­ვია, ხოლო გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში კი გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­დუსტრი­ა­ლი­ზა­ცი­ამ.

ცნო­ბი­ლია, რომ, ამ სა­უ­კუ­ნე­შიც მო­სახ­ლე­ო­ბა დე­და­მი­წა­ზე საკ­მა­ოდ მზარ­დია და მისი გა­მოკ­ვე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა ტი­პის პრო­დუქ­ცია იქ­მნე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი სწო­რედ ამ მოხ­მა­რე­ბამ, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სა­წარ­მოო პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ, ასე­ვე სა­სათ­ბუ­რე გა­ზე­ბის ემი­სი­ამ გა­მო­იწ­ვია.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს არა მხო­ლოდ გა­რე­მო­ზე...

- ცხა­დია. ვაკ­ვირ­დე­ბით პრო­ცე­სებს და თუ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ას ავი­ღებთ, კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის 40% ფაქ­ტობ­რი­ვად უკვე დამ­დნა­რია და მომ­დევ­ნო ათწლე­უ­ლებ­ში შე­იძ­ლე­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდეთ, იმა­ვე წყალ­მო­ვარ­დნე­ბის, წყალ­დი­დო­ბე­ბის, მე­წყრუ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბე­ბის გამო. ეს ერთი მხრივ, ხოლო მერე მხრივ, ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, - გვალ­ვი­ა­ნო­ბა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო წარ­მო­ე­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს. მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა იკ­ლებს, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც. გარ­და გა­რე­მო­ზე, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­ცე­სებ­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და სი­ცო­ცხლე­ზე უდი­დეს ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს.

2022 წელს ევ­რო­პა­ში ზა­ფხუ­ლის თვე­ში, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მის გამო, და­ახ­ლო­ე­ბით 22.000 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ეს, რაც სტა­ტის­ტი­კუ­რად ნა­ხეს... ალ­ბათ მაგ დროს სა­ქარ­თვე­ლო­შიც იყო გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად მზის დაკ­ვრა არ იყო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, რად­გან სტა­ტის­ტი­კუ­რად ჩვენ­თან ამის აღ­წე­რა არ ხდე­ბა. ევ­რო­პა­ში ეს სის­ტე­მა გა­მარ­თუ­ლია და ზუს­ტად აფიქ­სი­რე­ბენ მი­ზეზს. იქ რად­გან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მყა­რია, შე­სა­ბა­მი­სად სა­ქარ­თვე­ლო­შიც ვვა­რა­უ­დობთ, რომ ამ კუ­თხით მსხვერ­პლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ალ­ბათ არ იყო გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი.

“ეს თემა - ჩვენ არ გვე­ხე­ბა და მხო­ლოდ სხვას ეხე­ბა, - ასე გან­ყე­ნე­ბუ­ლი არ არის. ცხა­დია, სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მა­ცაა რო­გორც ეკო­ლო­გი­ა­ზე, ასე­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა“

- ფაქ­ტია, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბის მა­ტე­ბა, ცვა­ლე­ბა­დო­ბა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს უქ­მნის ადა­მი­ა­ნებს...

- და გან­სა­კუთ­რე­ბით ისეთ მო­წყვლად ჯგუფს, რო­გო­რი­ცაა მო­ხუ­ცე­ბი, რო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლი გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით ჰი­პერ­ტენ­ზი­ით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ამი­ტომ საკ­მა­ოდ სენ­სი­ტი­უ­რე­ბი არი­ან ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბა­ზე.

ასე­ვე პრობ­ლე­მას უქ­მნის ენ­დოკ­რი­ნულ სის­ტე­მას, დი­ა­ბე­ტის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი წარ­მო­ექ­მნე­ბათ. ასე­ვე უჭირს სა­სუნ­თქ სის­ტე­მა­საც, რად­გან ამ პე­რი­ოდ­ში ჰა­ე­რის საკ­მა­ოდ დიდი და­ბინ­ძუ­რე­ბაა ხდე­ბა.

ჩვენ­თან ჰა­ე­რის ძი­რი­თა­დი და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ავ­ტო­პარ­კია.

ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის 70% სწო­რედ ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი­დან გა­მო­ნა­ბოლ­ქვზე მო­დის. ეს დიდ ქა­ლა­ქებ­ში მე­ტად იგ­რძნო­ბა. პრობ­ლე­მე­ბი აქაც უკვე ჯან­მრთე­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც გვაქვს - უჭირს ზედა სა­სუნ­თქ სის­ტე­მას, მა­ტუ­ლობს ას­თმის შე­ტე­ვე­ბი და ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი ობსტრუქ­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, რაც, რო­გორც ვთქვით, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბას­თან პირ­და­პირ კავ­შირ­შია.

ამ ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ცვა­ლე­ბა­დო­ბის მი­მართ მგრძნო­ბი­ა­რე­ე­ბი არი­ან ბავ­შვე­ბიც. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­სა­ბა­მი­სი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­ტა­რე­ბა.

- ეს ეხე­ბა რო­გორც ჰა­ე­რის კონ­ტროლს, ალ­ბათ ასე­ვე ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვა­საც, ხომ?

- დიახ და ასე­ვე ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას. ამას­თან, სა­მე­დი­ცი­ნო წარ­მო­ე­ბას. გა­რე­მოს და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბიც არის. მას დიდი გავ­ლე­ნა აქვს, ნარ­ჩე­ნე­ბის კუ­თხით საკ­მა­ოდ სა­ში­შია და ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის კუ­თხი­თაც. აქ ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბე­ბი იგუ­ლის­ხმე­ბა. ჩვე­ნი სა­უბ­რის თემა არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბია, მაგ­რამ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა, პა­თო­გე­ნუ­რი ორ­გა­ნიზ­მე­ბის გამ­რავ­ლე­ბა­საც ხელს უწყობს რო­გორც ხმე­ლეთ­ზე, ასე­ვე წყალ­ში.

ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, ბაქ­ტე­რი­ე­ბის, ვირუ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი ჩნდე­ბა. ეს არ არის მხო­ლოდ თე­ო­რია, ამას პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ძა­ხი­ლიც აქვს. მა­გა­ლი­თად, თუ ჩრდი­ლო­ეთ ყი­ნუ­ლო­ვა­ნი ოკე­ა­ნე დად­ნა, იქ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ გა­ყი­ნუ­ლი ვირუ­სე­ბი და ბაქ­ტე­რი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­აქ­ტი­ურ­დეს და ახა­ლი ტი­პის პან­დე­მია წარ­მო­იქ­მნას. ეს იმ პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, რაც მეც­ნი­ე­რებ­მა გა­მოთ­ვა­ლეს, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მო­ი­მა­ტებს. ეს გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის.

- ეს მო­საზ­რე­ბა მარ­თლაც არ­სე­ბობს, რომ ამ დნო­ბის შე­დე­გად შე­საძ­ლოა შემ­დგომ­ში პა­თო­გე­ნე­ბის მა­სობ­რი­ვი გავ­რცე­ლე­ბა მსოფ­ლიო მას­შტა­ბით მოხ­დეს...

- ამან შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი ტი­პის პან­დე­მი­ას და­უ­დოს სა­თა­ვე, რომ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა არც გვქონ­დეს, რად­გან ისე­თი ტი­პის იყოს, რაც მეც­ნი­ე­რე­ბას სა­ერ­თოდ არას­დროს შე­უს­წავ­ლია. ის ყვე­ლა­ფე­რი ხომ იქ ათას­წლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შია და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი. ამი­ტომ არ ვი­ცით მისი მოქ­მე­დე­ბის არც მე­ქა­ნიზ­მი, არც სხვა რამ.

- ცნო­ბი­ლია, რომ თამ­ბა­ქოც გა­რე­მო­ზე დი­დად უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს. გა­რე­მოს სე­რი­ო­ზუ­ლი და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლია სწო­რედ მისი მოხ­მა­რე­ბა...

- კი, სე­რი­ო­ზუ­ლი და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი გახ­ლავთ, რო­გორც თვი­თონ სი­გა­რე­ტი და ასე­ვე ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტიც და გა­სა­ხუ­რე­ბე­ლი თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტე­ბი. თამ­ბა­ქოს შემ­თხვე­ვა­ში ნამ­წვი, რო­მელ­შიც კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია ასო­ბით მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა და კან­ცე­რო­გე­ნი, რო­დე­საც ნი­ა­დაგ­ში, ასე­ვე წყალ­ში ხვდე­ბა (რო­გორც მტკნარ წყალ­ში, ასე­ვე ოკე­ა­ნე­ებ­ში და ა.შ.) ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს რის­კის ქვეშ აყე­ნებს.

რაც შე­ე­ხე­ბა მის მოყ­ვა­ნას, კულ­ტი­ვი­რე­ბას და წარ­მო­ე­ბას, ამ შემ­თხვე­ვა­შიც საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ხე-ტყე იჩე­ხე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით, 200.000 ჰა ტყე სჭირ­დე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად თამ­ბა­ქოს წარ­მო­ე­ბას. ოთხ-ნა­ხე­ვა­რი ტრი­ლი­ო­ნი წყა­ლი და უამ­რა­ვი რე­სურ­სი იხარ­ჯე­ბა ამ ლე­ტა­ლუ­რი პრო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბა­ში.

- სამ­წუ­ხა­როა, რომ ერთი მხრივ სე­რი­ო­ზულ ზი­ანს და დარ­ტყმას აყე­ნებს გა­რე­მოს, მე­ო­რეს მხრივ, ადა­მი­ა­ნებს...

- გარ­და ამი­სა, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი, სწო­რედ ემი­სი­ე­ბის კუ­თხით, თამ­ბა­ქოს წვის შე­დე­გად გა­მო­ნა­ბოლ­ქვი ნახ­ში­რორ­ჟან­გია. რაც შე­ე­ხე­ბა ელექტრო­ნულ სი­გა­რეტს და გა­სა­ხუ­რე­ბე­ლი თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტის მო­წყო­ბი­ლო­ბას, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ელე­მენ­ტებ­ზე მუ­შა­ობს. ეს მო­წყო­ბი­ლო­ბა ასე­ვე პლასტმა­სის­გან შედ­გე­ბა და მათი უტი­ლი­ზა­ცია ბუ­ნე­ბა­ში არ ხდე­ბა, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, ამას სა­უ­კუ­ნე­ე­ბი სჭირ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად გა­რე­მოს სე­რი­ო­ზუ­ლი და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლია ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტი და ელე­მენ­ტე­ბი, რაც მათ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. რო­დე­საც ეს მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რაც თამ­ბა­ქოს წვის შე­დე­გად ნამ­წვშია და ოკე­ა­ნე­ში ხვდე­ბა, იქ ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა იც­ვლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ოკე­ა­ნე­ში რა­ღაც ტი­პის სა­ხე­ო­ბე­ბი ძა­ლი­ან შემ­ცირ­დეს, ან ზო­გი­ერ­თი გა­და­შენ­დეს კი­დეც.

რაც შე­ე­ხე­ბა ნი­ა­დაგ­ში მოხ­ვედ­რილ ქი­მი­კა­ტებს, 250-მდე ტოქ­სი­ნია და 70 კან­ცე­რო­გე­ნი, რაც პირ­და­პირ ჩვენს პრო­დუქ­ტებ­ში აი­სა­ხე­ბა. თუ ვთქვათ, ნა­გავ­საყ­რე­ლე­ბი­დან, თუ სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბით ნი­ა­დაგ­ში მოხ­ვდა, რომ­ლის კულ­ტი­ვი­რე­ბა ხდე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში იმ ნი­ა­და­გი­დან მოყ­ვა­ნი­ლი პრო­დუქ­ტე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში იქ­ნე­ბა. მას­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა ის ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რაც ნი­ა­დაგ­ში თამ­ბა­ქოს ნამ­წვის გამო მოხ­ვდა.

- ჰა­ერ­ში გა­მო­ტყორ­ცნი­ლი თამ­ბა­ქოს კვამ­ლი რომ შხა­მავს გა­რე­მოს, ეს ცალ­კე სა­კი­თხია...

- რო­გორც ვთქვი, არის მხუ­თა­ვი აი­რიც და ასე­ვე ნახ­ში­რორ­ჟან­გი, რომ­ლე­ბიც სე­რი­ო­ზულ გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­ზე. აქამ­დე ამ ემი­სი­ას სე­რი­ო­ზუ­ლად არ მი­იჩ­ნევ­დნენ, არც გა­რე­მოს დამ­ცვე­ლე­ბი უყუ­რებ­დნენ სე­რი­ო­ზუ­ლად. მეც­ნი­ე­რე­ბის ბოლო წლე­ბის გა­მოთ­ვლე­ბით, რა რა­ო­დე­ნო­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლია, რამ­დენს თამ­ბა­ქოს მო­იხ­მა­რენ, რა რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­ი­ყო­ფა ნახ­ში­რორ­ჟან­გი, რომ დათ­ვა­ლეს, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­ზე თამ­ბა­ქოს კვამლში შე­მა­ვა­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­გავ­ლე­ნის წილი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი აღ­მოჩ­ნდა. შე­სა­ბა­მი­სად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ პრო­დუქტს ამ კუ­თხი­თაც შევ­ხე­დოთ - რო­გორც ერ­თის მხრივ, გა­რე­მოს და­მა­ბინ­ძუ­რე­ბელ, ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის მო­მას­წრა­ფე­ბელ და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის ხელ­შემ­წყობ ლე­ტა­ლურ პრო­დუქტს.

იხილეთ ვრცლად: