მუნიციპალური განვითარების ფონდი 2025 წლის ბოლომდე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე 38 პროექტის დასრულებას აპირებს. ამის შესახებ აღნიშნულია ფონდის მიერ „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროექტების ფინანსური მხარდამჭერი იყო აზიის განვითარების ბანკი (ADB), ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაცია (NEFCO) და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB) და მსოფლიო ბანკი (WB).
ფონდის ცნობით, დონორების ფინანსური დახმარებით მიმდინარე იმ პროექტების ჯამური ღირებულება, რომლებიც წელს უნდა დასრულდეს, 357 160 726 ლარს შეადგენს.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პროექტების ჩამონათვალს, რომელიც 2025 წელს უნდა დასრულდეს:
- ახალციხეში სპორტკომპლექსის მშენებლობა (დარჩენილი სამუშაოები) – 14 056 381 ლარი (ADB);
- სოფ. ძველ ანაგაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა - 3 333 631 ლარი (ADB);
- სოფ. ქვემო ბოდბეში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა - 3 475 857 ლარი (ADB);
- სოფ. ჭიაურში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა - 3 410 454 ლარი (ADB);
- გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია - 29 162 894 ლარი (ADB);
- ქ. ზუგდიდში სპორტკომპლექსის მშენებლობა (დარჩენილი სამუშაოები) - 13 759 543 ლარი (ADB);
- სენაკში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა - 4 860 882 ლარი (ADB);
- თბილისში N165 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია - 8 550 373 ლარი (CEB);
- თბილისში N4 საჯარო სკოლის და N102 საჯარო სკოლის (სპეც სკოლის) მშენებლობა - 22 999 990 ლარი (CEB);
- თბილისში N62 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია - 16 601 121 ლარი (CEB);
- თბილისში N76 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია - 12 588 855 ლარი (CEB);
- თბილისში N89 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია - 4 696 243 ლარი (CEB);
- ასპინძაში ოშორის და ახალციხეში ურაველის საჯარო სკოლის ენერგოეფექტურობის განახლება - 5 700 000 ლარი (NEFCO);
- თიანეთში სიმონიანთხევის და გორში მერეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - 7 500 000 ლარი (NEFCO);
- მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - 3 615 837 ლარი (WB);
- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - 2 099 931 ლარი (WB);
- თელავის №2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - 5 672 474 ლარი (WB);
- სოფელ ბარდნალას საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - 3 211 390 ლარი (WB);
- ჭიათურის №7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - 8 448 625 ლარი (WB);
- ბაღდათის №1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - 3 899 611 ლარი (WB);
- ქუთაისის №28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - 2 910 654 ლარი (WB);
- ტყიბულის N1 და თერჯოლის N1 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია - 9 589 816 ლარი (WB);
- ჭითაწყარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - 2 523 990 ლარი (WB);
- ქვემო ნატანების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - 6 767 004 ლარი (WB);
- დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - 6 501 300 ლარი (WB);
- ბათუმის №4 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - 4 606 174 ლარი (WB);
- ბათუმის №5 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - 9 902 400 ლარი (WB);
- დაბა აგარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - 7 469 270 ლარი (WB);
- ქარელის №1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - 6 136 758 ლარი (WB);
- ხაშურის N2 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია - 5 268 115ლარი (WB);
- რუსთავის №21 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - 5 732 204 ლარი (WB);
- რუსთავის №6 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - 6 990 156 ლარი (WB);
- ბაკურიანში, საფეხმავლო და საველოსიპედე ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობა - 8 588 888 ლარი (WB);
- ბაკურიანში ცენტრალური სატრანსპორტო ჰაბის პროექტირება/მშენებლობა - 14 406 384 ლარი (WB);
- „ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის დაცული ტერიტორიებისთვის მდგრადი ვიზიტორთა ბილიკისა და მთის ქოხების მოწყობა და მშენებლობა“ – 27 498 442 ლარი (WB);
- თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკებისა და ვიზიტორთა ცენტრის ინფრასტრუქტურის მოწყობა - 5 653 603 ლარი (WB);
- წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დმანისისა და 19 სოფლისთვის (ფაზა I) – 29 121 318 ლარი (WB);
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების: ნორიოს, ვაზიანის და ახალი სამგორის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის III ფაზა - ლოტი 1 დასრულება დაგეგმილია 2025 წელს 19,850,158 ლარი (WB).
შენიშვნა: აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს მხოლოდ მუნიციპალური განვითარების ფონდის ეგიდით მიმდინარე პროექტებს.