საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთში უკვე გაემგზავრა, სადაც "ერთა ლიგის" B დივიზიონის მომავალი მონაწილე საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ორრაუნდიან დაპირისპირებაში გაირკვევა.
პირველი მატჩი ერევანშია, ვაზგენ სარქისიანის რესპუბლიკურ სტადიონზე (14 403), 20 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი კი 23 მარტს თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების ღირებულება და ვინ არიან ორივე გუნდში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები.
Transfermarkt-ის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 191.88 მლნ ევროს შეადგენს, სომხეთის კი 20.68 მლნ ევროს.
რაც შეეხება ფეხბურთელებს, საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი 85 მლნ ევრო ღირს, სომხეთის კი მხოლოდ 6 მლნ ევრო.