საქართველოსთვის ჩინეთი უკვე ავტომობილების იმპორტიორი ქვეყნების სამეულშია - როგორია 2 თვის მონაცემები

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 23.3%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-თებერვალში საქართველოში 19 765 ერთეული (326.797 მლნ აშშ დოლარი) შემოვიდა წინა წლის იგივე პერიოდში 25 770 ცალი (391.438 მლნ აშშ დოლარი).

ამასთან, საანგარიშო პერიოდში თითქმის იგივე დარჩა ექსპორტის (რეექსპორტი) მაჩვენებელი. კერძოდ, 2025 წლის 2 თვეში საქართველოდან 12 238 ერთეული (285.186 მლნ აშშ დოლარი) ავტომობილი გავიდა, წინა წლის იანვარ-თებერვალში - 12 373 ცალი (262.592 მლნ აშშ დოლარი).

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც ვიყიდეთ და გავყიდეთ ავტომობილები, იმპორტიორებს შორის ლიდერია კვლავ აშშ, რომელსაც იაპონია და ახლა უკვე ჩინეთი მოსდევს. 2024 წელს, ასევე, წინა წლის იანვარ-თებერვალში, ჩინეთმა ხუთეულში პირველად გადმოინაცვლა. ხოლო, ექსპორტში პირველ ადგილზე ისევ ყირგიზეთია.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ხუთეულს, სადაც წელს იანვარ-თებერვალში ვიყიდეთ და გავყიდეთ მსუბუქი ავტომობილები.

ტოპ-5 იმპორტიორი ქვეყანა:

  • აშშ - 15 301 ერთეული (193.495 მლნ აშშ დოლარი)
  • იაპონია - 1 733 ერთეული (48.044 მლნ აშშ დოლარი)
  • ჩინეთი - 641 ერთეული (5.389 მლნ აშშ დოლარი)
  • გერმანია - 629 ერთეული (36.285 მლნ აშშ დოლარი)
  • კორეა, რესპუბლიკა - 285 ერთეული (3.499 მლნ აშშ დოლარი)

ტიო-5 ექსპორტიორი ქვეყანა:

  • ყირგიზეთი - 5 020 ერთეული (148.802 მლნ აშშ დოლარი)
  • ყაზახეთი - 4 912 ერთეული (84.238 მლნ აშშ დოლარი)
  • აზერბაიჯანი - 1 266 ერთეული (28.784 მლნ აშშ დოლარი)
  • სომხეთი - 390 ერთეული (9.806 მლნ აშშ დოლარი)
  • ტაჯიკეთი - 227 ერთეული (5.393 მლნ აშშ დოლარი)
ნინი ქეთელაური