„მმართველი პარტიის წევრები გავიდნენ ქალაქში და ნახონ, როგორ მუშაობს ბიზნესი“, - ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელმა ზვიად ჭუმბურიძემ საბანკო სექტორისa და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი ყოველთვის ნებისმიერ მოქალაქეზე არამომგებიანია და მითუმეტეს ბიზნესისთვის, იმიტომ, რომ ბიზნესი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუშაობს/ვითარდება.
„არ იქნება სტაბილური ვითარება და იქნება პოლიტიკური კრიზისი, ყოველთვის იქნება დიდი კითხვის ნიშანი შენი ეკონომიკური განვითარების. ვნახთ მონაცემები, სადაც საუბარი იყო, რომ იანვარში ეკონომიკური ზრდა 11%-ზე მეტი იყო, ფურცელზე რას დავწერთ ერთია, რეალობა მეორე. მმართველი პარტიის წევრები გავიდნენ ქალაქში და ნახონ, როგორ მუშაობს ბიზნესი და რა არის ბიზნესისთვის საჭირო , როგორი ფასებია ნახეთ. ვინმეს შეეტყო ის ეკონომიკური ზრდა 11%-ზე მეტი რომ იყო იანვარში?! რომელიმე ოჯახს ან რომელიმე კომპანიას?! გამორიცხულია, იმიტომ, რომ ჩვენ ხომ ვიცით, როგორი ვითარებაა ქვეყანაში," - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში.
ცნობისთვის, თბილისში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, საბანკო სექტორისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მსჯელობენ.