რისი აშენება იგეგმება ყოფილი ელბაქიძის დაღმართზე? (+ფოტო)

ელბაქიძის დაღმართის ტერიტორიაზე, კერძოდ, ზვიად გამსახურდიას სანაპირო #12-ში თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.

საუბარია, 31-სართულიან შენობაზე, რომელსაც კიდევ 2 მიწისქვეშა სართული ექნება. როგორც დოკუმენტაციაში აღნიშნული კომპლექსი დატვირთული იქნება ყველა იმ ფუნქციით, რაც სჭირდება დამოუკიდებელ და სრულყოფილ განაშენიანებას.

პროექტის დამკვეთი შპს "საქანელა დეველოპმენტია". კომპანიას თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს უკვე მიმართეს განცხადებით, რომ პროექტი შეითანხმონ და გასცენ მშენებლობის ნებართვა.

ცნობისთვის, შპს „საქანელა დეველოპმენტის" 100%-იანი წილის მესაკუთრე შპს „სილქ რიალ ისთეითია“.

შეგახსენებთ, რომ ინვესტორი ელბაქიძის დაღმართის მიმდებარედ მრავალფუნქიცური კომპლექსის აშენებას 2019 წლიდან გეგმავს. წინა წლებში ტერიტორიის განაშენიანების გეგმაც იყო შეთანხმებული. როგორც ამჯერად, დოკუმენტაციიდან ირკვევა, კომპანიამ პროექტი მცირედით შეცვალა და მერიისგან ახალი პროექტის დამტკიცებასაც ითხოვს.

elbakidzis-agmarti-2-1742556123.jpg

elbakidzis-agmarti-3-1742556164.jpg

თაია არდოტელი