ქუთათელაძე VS ფერნანდესი - რა არის ცნობილი „ქართველი ვიკინგის” შემოსავლების შესახებ

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის (70 კგ) 33 წლის ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე („ქართველი ვიკინგი”) 22 მარტს მსუბუქ წონაში 30 წლის ბრაზილიელ კაუე ფერნანდესს დაუპირისპირდება.

ბრძოლა ლონდონში, UFC Fight Night 255-ზე თბილისის დროით, დაახლოებით, 21:00 სთ-დან გაიმართება.

ქუთათელაძეს შერეულ ორთაბრძოლებში 2019-დან 2024 წლის პერიოდში 13 გამარჯვება და 4 მარცხი, ფერნანდესს კი 2021-დან 2024 წლებში 9 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს.

„ქართველი ვიკინგის“ ფინანსების მხრივ საჯაროდ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გურამ ქუთათელაძეს კარიერის ღია შემოსავლად 50 000 დოლარი უფიქსირდება.

თუმცა, სპორტულ გამოცემა Sporty Salaries-ის მიხედვით, გასული წლის 3 აგვისტოს, არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში UFC-ის დებიუტანტის, 28 წლის ინგლისელი მებრძოლის ჯორდან ვუჩენიკის დამარცხების შემდეგ ქუთათელაძემ მთლიანობაში 65 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

აქედან, 30 ათას დოლარი ბრძოლის, დამატებით 30 ათასი დოლარი მოგების, ხოლო 5 ათასი დოლარი სპონსორობის ბონუსს შეადგენდა.

„მენტალურად, ფიზიკურად და ყველა მხრივ მზად ვარ ისე, როგორც არასდროს… ჩემი მიზანი საჩემპიონო ქამარია. ვიცი, რომ ჩემპიონი გავხდები. ეს დრო ძალიან მალე დადგება,” - აცხადებს ქუთათელაძე მოახლოებული ორთაბრძოლის შესახებ Inside Fighting-თან ინტერვიუს დროს.

ცნობისთვის, გურამ ქუთათელაძე პროფესიონალურ დონეზე 2010 წლიდან ასპარეზობს. ის RFA-ს და Brave CF-ის ტურნირებში მონაწილეობით გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ 2025 წელს UFC-ში თავისი ბრძოლა სამმა ქართველმა გამართა. მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს სძლია და სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ალექსანდრე თოფურიამ ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა, ხოლო რომან დოლიძემ იტალიელი მარვინ ვეტორი.

მოამზადა: ლადო სულაბერიძემ