2024 წელს დაფნის ფოთლის ექსპორტის ღირებულება, წინა წელთან შედარებით, 94%-ით გაიზარდა და 34.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასულ წელს ქვეყნიდან ჯამში 8.6 ათასი ტონა დაფნის ფოთლის ექსპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2024 წელს ქართული დაფნის ძირითადი საექსპორტო ბაზრები ჩინეთი (80%) და რუსეთი (14%) იყო. აქედან ჩინეთში, მთლიანობაში გასულ წელს 28.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების დაფნის ფოთოლი გავიდა ექსპორტზე საქართველოდან.
რაც შეეხება საექსპორტო ღირებულებას, სამინისტროს ცნობით, კილოგრამი დაფნის საექსპორტო ფასი 2024 წელს წინა წელთან შედარებით, 40%-ით გაიზარდა და 3.98 აშშ დოლარი შეადგინა.