16-დან 128 მლრდ დოლარამდე - რომელია ყველაზე ძვირად ღირებული სარკინიგზო პროექტები მსოფლიოში

მსოფლიოში რკინიგზის მშენებლობაზე, ასობით მილიარდი დოლარი იხარჯება. ქვეყნები აუმჯობესებენ მგზავრებისა და საქონლის ტრანსპორტირების შესაძლებლობებს.

საქალაქთაშორისო მარშრუტები ხშირად მთიან ქედებს, წყალს და მკვრივი ურბანული გარემოს კვეთენ. სწორედ ამიტომ ისინი მილიონობით ან მილიარდობით დოლარი ღირს.

თუმცა, განვითარებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესია განვითარებული ან განვითარებადი ქვეყნებისთვის - ის პირდაპირპროპორციულია ეკონომიკურ ზრდასთან.

წარმოგიდგენთ ყველაზე მსხვილ სარკინიგზო მეგაპროექტებს, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს:

aa-1742668449.jpg

კალიფორნიის მაღალსიჩქარიანი რკინიგზა, აშშ: 128 მილიარდი დოლარი

კალიფორნიამ ჩქაროსნული სარკინიგზო სერვისების განვითარება 2008 წელს დაიწყოს. მაშინ მათ დაამტკიცეს 1300 კმ-იანი ჩქაროსნული სარკინიგზო სისტემა, რომელსაც 24 სადგური უნდა ჰქონოდა.

პირველი ხაზი უზრუნველყოფდა სან-ფრანცისკოსა და ლოს-ანჯელესს შორის მგზავრობას სამ საათზე ნაკლებ დროში.

პროექტის ღირებულება 33 მილიარდი დოლარი იყო მაგრამ ეს მაჩვენებელი გაიზარდა და ხოლო სარკინიგზო ხაზის განვითარება შეწყდა.

მშენებლობა ვადაზე ორი წლით ჩამორჩენით, 2015 წელს დაიწყო. 2019 წელს, გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა პროექტი შეამცირა და ცენტრალურ ხეობაში, მერსედიდან ბეიკერსფილდამდე 275 კმ-ის სიგრძის გზის მშებენლობაზე გადაერთო.

პროექტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება იყო გარემოსდაცვითი დაგეგმვის ნებართვის მოპოვება და მარშრუტის გასწვრივ მიწის შესყიდვა.

COVID-19 პანდემიამ და ინფლაციამ შექმნა მიწოდების ჯაჭვის პრობლემები და პრეზიდენტმა მისი პირველი ვადის განმავლობაში, ტრამპმა დაფინანსება გაყინა.

კალიფორნიის მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ორგანოს (CHSRA) ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ პროექტი ამჟამად 128 მილიარდი დოლარი ღირს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხაზი 2033 წლისთვის დასრულდეს.

22-1742668649.jpg

“მაღალი სიჩქარე 2“, დიდი ბრიტანეთი: 84 მილიარდი დოლარი

გაერთიანებული სამეფოს ტრანსპორტის დეპარტამენტმა 2010 წელს ინგლისში ჩრდილოეთ-სამხრეთის სარკინიგზო ხაზების პროგრამის, “მაღალი სიჩქარე 2“ (HS2)-ის ხაზის გაშვება გამოაცხადა.

ამბიციური პროგრამა იხილავს ახალ Y- ფორმის მაღალსიჩქარიან სარკინიგზო ხაზს ლონდონიდან მანჩესტერსა და ლიდში, ბირმინგემის გავლით, რომელიც აშენდება სამ ეტაპად.

2012 წელს დაიწყო პირველი ეტაპის მშენებლობა, 225 კმ-იანი ხაზი ლონდონიდან მოიცავდა ოთხ ახალ სადგურს, 51 კმ-იან გვირაბს და 179 ხიდს. ის უნდა გახსნილიყო 2026 წელს და ბიუჯეტი 26 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

თუმცა, სანამ სამშენებლო სამუშაოები ოფიციალურად დაიწყებოდა, 2020 წელს, ხარჯები კონტროლიდან გავიდა. იმავე წელს პროექტის მიმოხილვამ დაადგინა, რომ ახალი რკინიგზა შეიძლება ღირდეს 84 მილიარდი დოლარი.

საბოლოო ჯამში, მთავრობამ გააუქმა Y-line-ის ორივე მომდევნო ფაზა.

33-1742668697.jpg

შანხაი-ჩონგცინგ-ჩენგდუ მაღალსიჩქარიანი რკინიგზა, ჩინეთი: 77 მილიარდი დოლარი

2016 წელს ჩინეთმა გამოაცხადა თავისი ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელის გაფართოების გეგმა სახელწოდებით "რვა ვერტიკალური" და "რვა ჰორიზონტალური". ეს ახალი ან გაფართოებული ხაზები მოიცავდა 16 ახალ სარკინიგზო კავშირებს, ჩრდილო-სამხრეთით და აღმოსავლეთ-დასავლეთით. პროექტის მიზანი იყო 2025 წლისთვის 38,000 კმ-იანი საერთო ქსელის შექმნა.

ერთ-ერთი ასეთი პროექტია 2,100 კმ-ის შანხაი-ჩონგცინგ-ჩენდუს დერეფანი, რომელიც გადის არსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზის პარალელურად. მატარებლის სიჩქარეს 350 კმ/სთ, რაც შანხაი-ჩონცინგს შორის მგზავრობის დრო 10 საათი 42 წუთიდან 5 საათსა 48 წუთამდე შეამცირებს.

პროექტი დაყოფილია რამდენიმე მონაკვეთად, რომელთაგან ბევრი მიმდინარეობს. შანხაი-ჩონგცინგ-ჩენდუს მთლიანი 2100 კმ-იანი პროექტი სავარაუდოდ, 2030 წელს დასრულდება.

44-1742668755.jpg

ჩუო შინკანსენი, იაპონია: 60.4 მილიარდი დოლარი

1964 წელს, პროექტის გახსნის შემდეგ, პონიის ტოკაიდო შინკანსენის ტყვიის მატარებელზე, რომელიც მოძრაობს 285 კმ/სთ სიჩქარით, მილიარდობით ადამიანმა იმოგზაურა.

ქვეყნის სარკინიგზო სააგენტო ცდილობს გამოიყენოს მაგლევის ტექნოლოგია - ეს ნიშნავს უზარმაზარი მაგნიტური ძალების - ლევიტაციის გამოყენებას მგზავრობის დროის კიდევ უფრო შესამცირებლად.

ჩუო შინკანსენის მატარებელი ტოკიოს ოსაკასთან დააკავშირებს და მისი სიჩქარე 500 კმ/სთ-მდე იქნება. ამ წარმოუდგენელი სიჩქარის მისაღწევად, მაგლევის ხაზის 80% გაივლის მიწისქვეშა რელსებზე, თავიდან აიცილებს მკვრივ ურბანულ გარემოს და მთიან რელიეფს.

ამბიციურ პროექტს მწვანე შუქი 2009 წელს აუნთეს, თუმცა მშენებლობა ხუთი წლის შემდეგ დაიწყო. მისი დასრულება 2034 წელს იგეგმება. მისი ღირებულება 60.4 მილიარდი დოლარია.

55-1742668770.jpg

ლიონ-ტურინის მაღალსიჩქარიანი რკინიგზა, საფრანგეთი/იტალია: 26 მილიარდი დოლარი

დასავლეთ ალპებში ყოველწლიურად დაახლოებით 44 მილიონი ტონა ტვირთი გადის, რომელთა 90% ტრანსპორტირდება საავტომობილო გზით.

ახალი სარკინიგზო ხაზი, რომელიც საფრანგეთის ლიონს და იტალიის ტურინს დააკავშირებს, მიზნად ისახავს შეწყვიტოს ეს მოძრაობა და ტვირთის ნახევარი მაინც გადაიტანოს სარკინიგზო ტრანსპორტით.

პროექტის დასრულება 2033 წელს იგეგმება. 270 კმ-იანი საზღვრისპირა ხაზი ასევე განახორციელებს სამგზავრო მომსახურებას.

მშენებლობა მიმდინარეობს. თავად პროექტი უკვე მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. მთლიანი ღირებულება შეფასებულია 26 მილიარდ აშშ დოლარად - იტალიის წვლილი ბიუჯეტში 35%-ია, საფრანგეთის დაახლოებით 25%, ხოლო ევროკავშირის 40%.

66-1742668781.jpg

სალერნო-რეგჯო კალაბრიის ჩქაროსნული რკინიგზა, იტალია: 23 მილიარდი დოლარი

მიუხედავად იმისა, რომ სარკინიგზო პროექტი ფოკუსირებულია 220-კილომეტრიან სამხრეთ იტალიის ქალაქებს - სალერნოსა და კალაბრიას შორის კავშირზე, ოპერირების შემდეგ სარგებელი გავრცელდება მთლიან ქვეყანაზეც.

პროექტის მიხედვით ახალი ხაზი მგზავრობის დროს რომიდან რეჯო კალაბრიამდე ოთხ საათამდე შეამცირებს. ის ასევე დაამატებს ახალ გაჩერებებს ხაზის გასწვრივ.

ახალი ხაზი მოითხოვს ახალი გვირაბების მშენებლობას, ასევე არსებული ხაზების გამტარუნარიანობის გაზრდას.

მშენებლობა დაყოფილია რამდენიმე მონაკვეთად და პროექტში, სავარაუდოდ, 15-მდე გვირაბის საბურღი მანქანა იქნება ჩართული. ეს მანქანები მილიონობით დოლარი ღირს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღჭურვილია მიწის რთულ პირობებში სამუშაოდ.

მუშაობა იტალიელმა კონტრაქტორმა WeBuild-მა 2025 წლის თებერვალში დაიწყო.

ჩქაროსნული რკინიგზის ჯამური ღირებულება, სავარაუდოდ, 23 მილიარდი დოლარი იქნება. მისი ნაწილი ექსპლუატაციაში 2026 წელს შევა, ხოლო საბოლოო ეტაპი 2032 წელს დასრულდება.

77-1742668797.jpg

Gateway პროგრამა, აშშ: 16 მილიარდი დოლარი

შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე, სარკინიგზო სააგენტო Amtrak რკინიგზის რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის რამდენიმე პროექტს ახორციელებს, რომელთაგან ყველაზე დიდი არის პროგრამა Gateway.

ის 11 პროექტისგან შედგება და გააუმჯობესებს ჩრდილო-აღმოსავლეთ დერეფნის ყველაზე დატვირთულ 16-კილომეტრიან მონაკვეთს. პროექტის მიხედვით, ბოსტონსა და ვაშინგტონს შორის რკინიგზის ლიანდაგი ორიდან ოთხამდე გაიზრდება.

პროგრამა ასევე მოიცავს ხიდების შეცვლას, ნიუ-იორკის პენის სადგურის გაფართოებას და მდინარე ჰადსონის ქვეშ ახალი გვირაბის მშენებლობას.

2024 წელს აშშ-ს მთავრობა დათანხმდა დაფაროს ხარჯების სამი მეოთხედი, ხოლო ნიუ-იორკისა და ნიუ ჯერსის შტატებმა აითვისეს დარჩენილი 16 მილიარდი დოლარი.

მშენებლობა უკვე დაწყებულია. 4 კმ -ის სიგრძის ორმაგი მილის გვირაბი აშენდება სამ ცალკეულ მონაკვეთზე, რომელთაგან პირველი ორი უკვე გაფორმებულია კონტრაქტებით, ხოლო მესამე დაიწყო 2025 წლის იანვარში. ახალი გვირაბი 2035 წლისთვის ამოქმედდება.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი