„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ „მოძრაობის სამსახურს“ 608 მოქმედი თანამშრომელი ჰყავს, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს.
მათივე ცნობით, მოძრაობის სამსახურის უფროსის ყოველთვიური დარიცხული თანამდებობრივი სარგო 5 245 ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, „მოძრაობის სამსახურში“ დასაქმებულთა ნაწილი მეტროში მგზავრთა ნაკადს არეგულირებს. ამ თანამდებობაზე დასაქმებული პირების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო კი 1 007 ლარს უტოლდება.
„დამატებით განვმარტავთ, რომ მგზავრთა ნაკადის მარეგულირებლები, ძირითადი დატვირთვით მუშაობენ პიკის საათებში“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.
როგორც უწყებაში განგვიცხადეს, რომ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მოძრაობის სამსახური სტრუქტურულ ერთეულად 1965 წელს ჩამოყალიბდა.
მათივე ცნობით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ სტრუქტურულ ერთეულს - „მოძრაობის სამსახურს“ კომპანიისგან განცალკევებული ბიუჯეტი არ გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურებში ძირითადად, „პიკის საათებში“ მგზავრების მოძრაობის მოსაწესრიგებლად თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები 2022 წლის სექტემბრიდან გამოჩნდნენ.