ჩინეთში გიგანტური ოქროს საბადო აღმოაჩინეს - სავარაუდო ღირებულება 80 მლრდ დოლარს აჭარბებს

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, რამდენიმე თვის წინ ქვეყანაში აღმოაჩინეს "სუპერ გიგანტური" მაღალი ხარისხის ოქროს საბადო, რომელიც შეიცავს დაახლოებით 1100 ტონა ძვირფას ლითონს.

დღეს აღმოჩენა შეფასდა და მისი სავარაუდო ღირებულება 83 მილიარდი აშშ დოლარია (600 მილიარდი იუანი). ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილი შეიძლება იყოს ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მომგებიანი ოქროს საბადო, რომელიც ოდესმე აღმოჩენილა.

ჰუნანის პროვინციის გეოლოგიური ბიუროს განცხადებით, ოქროს დამატებითი რეზერვების აღმოჩენა შესაძლებელია 3 კილომეტრამდე სიღრმეზე.

3D მოდელირება ვარაუდობს, რომ მხოლოდ ერთ გარკვეულ მონაკვეთზე, სიღრმეში შესაძლოა, 300 ტონა ოქრო იყოს.

„ხილული ოქრო აღმოჩენილია მრავალი გაბურღული კლდის ბირთვში“, - თქვა ბიუროს მაძიებელმა ჩენ რულინმა.

მიწისქვეშა მაღაროებიდან მოპოვებული მადანი ითვლება მაღალხარისხიანად. ჰუნანის უბნის პერიმეტრზე აღებული ნიმუშები მიუთითებს იმაზე, რომ საბადო შეიძლება იმაზე მასშტაბური იყოს, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი უკვე დომინირებს გლობალურ ოქროს ბაზარზე.

2024 წლის დასაწყისისთვის ძვირფასი ლითონის მარაგმა სავარაუდოდ, 2000 ტონას გადააჭარბა. ქვეყანაში განვითარებული სამთო მოპოვება გლობალური წარმოების დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს.

წყარო: sciencealert.com

თეონა რამაზაშვილი