საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი ევროპული ავიაკომპანია - Air Serbia საქართველოს ბაზარზე 15 ივნისიდან შემოდის.
მათივე ცნობით, ავიაკომპანია ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით, Airbus 319-ით შეასრულებს.
„Air Serbia პირველი სერბული ეროვნული ავიაკომპანია Aeroput-ის მემკვიდრეა, რომელიც 1927 წელს დაარსდა. 2024 წელს, საქართველოსა და სერბეთს შორის ჯამურმა მგზავრთნაკადმა 16,839 მგზავრი შეადგინა. რაც 66 %-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით“, - აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.