საჯარო სკოლების ვიდეოსათვალთვალო კამერების შესყიდვაზე 4.9 მლნ ლარი დაიხარჯება

2025 წლის განმავლობაში რიგი საჯარო სკოლებისთვის ვიდეოსათვალთვალო სისტემის შეძენა იგეგმება.

როგორც შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ სატენდერო პირობებში ვკითხულობთ, მიმწოდებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს, თანმდევი მომსახურება-მონტაჟი- გამართვა და ტექნიკური უზრუნველყოფა.

აღნიშნული ტენდერი დღეს გამოცხადდა და მისი სავარაუდო ღირებულება 4 910 000 ლარია.

ამასთან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობა ყიდულობს:

1 832 ცალ გარე კამერას (ერთეულის ღირებულება 680 ლარი)

2548 ცალ შიდა კამერას (ერთეული650 ლარი)

159 ერთეულ ქსელურ ჩამწერს (32 არხიანი) – (ერთეულის ფასი 2 480 ლარი)

8 ქსელურ ჩამწერს (16 არხიანი) ( ერთეული 1184 ლარი)

და ა.შ.

სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, თითოეულ სკოლაში საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საქონლის მიწოდება თანმდევი მომსახურებით (მონტაჟი/გამართვა) და საგარანტიო პერიოდის განმავლობაში შესაბამისი მომსახურების გაწევა.

ამასთან, ვიდეოსათვალთვალო კამერებზე განაცხადების მიღება 2 აპრილს დაიწყება და 4 აპრილს დასრულდება.

ნინი ქეთელაური