საქართველოს ბიუჯეტიდან ნაკლებად განვითარებული ქვეყნების დასახმარებლად 10000 დოლარის ეკვივალენტი ლარი გამოიყოფა

საქართველოს ბიუჯეტიდან ნაკლებად განვითარებული ქვეყნების დასახმარებლად 10000 დოლარის ეკვივალენტი ლარი გამოიყოფა, ამის შესახებ ირაკლი კობახიძის განკარგულება მტავრობის ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, კობახიძემ თანხმობა გასცა რომ ეს თანხა გამოეყოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა რიგ ქვეყნებს გაეროს ადამიანის უფლებათასაბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფაში დაეხმაროს.

"ნება დაერთოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მხრიდან ნებაყოფლობითი შენატანის განხორციელების მიზნით, „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი მიმართოს ყველაზე ნაკლებადგანვითარებული ქვეყნებისა (LDCs) და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების (SIDS) წარმომადგენელთა გაეროს ადამიანის უფლებათასაბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ ნებაყოფლობით ფონდში," - ვკითხულობთ განკარგულებაში.