„ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია, საპირფარეშოების ნაკლებობაა, არსად  არ არის მოწესრიგებული - ეს დიდ დისკომფორტს იწვევს“

„ქვეყნის მასშტაბით, საპირფარეშოების ნაკლებობაა, არსად არ არის მოწესრიგებული, რაზეც კერძო სექტორი დიდი ხანია ვსაუბრობთ, თითქოს არაფერი, მაგრამ ეს დიდ დისკომფორტს იწვევს,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა ისაუბრა.

„სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მიხედოს ტურიზმის სექტორს და გვერდში დაგვიდგეს, ისეთი საკითხების მოწესრიგებაში, როგორიც არის ინფრასტრუქტურა და გზები. მესტიის ამოსასვლელში 5 ადგილას ისეთი ჩანგრეულია გზა, რომ ზაფხულს აქ ავტომობილის ნაკადები ვერ გაივლიან. ქუთაისშიც გვქონდა ჩვენს სასტუმროსთან პრობლემა და უკვე აპრილის ბოლოს გზა სასტუმრომდე მოვა, აქტიური მუშაობა მიდის ამ კუთხითაც.

"მესტიის ამოსასვლელში 5 ადგილას ისეთი ჩანგრეულია გზა მანქანა ვერ გაივლის"

ძალიან კარგია როდესაც ევროპული ქვეყნიდან, როგორიცაა ბრიტანეთი, ჩვენი მიმართულებით რეისები იზრდება. ზამთარში ევროპის ქვეყნიდან პირდაპირი რეისები მხოლოდ 22 ქვეყნიდან იყო, რაც ძალიან კარგია.

კიდევ ერთი პრობლემა საპირფარეშოების ნაკლებობაა, არსად არ არის მოწესრიგებული, რაზეც კერძო სექტორი დიდი ხანია ვსაუბრობთ, თითქოს არაფერი, მაგრამ ეს დიდ დისკომფორტს იწვევს: გიდში, ტურ-ოპერატორში და ზოგადად ქვეყნის იმიჯზე ცუდად ისახება, რესტონებს კი ბატონო კარგად ვაკეთებთ, გზებსაც ვაკეთებთ, მაგრამ რაც პირველადი მოთხოვნილებაა, ამის მოგვარება სახელმწიფომაც უნდა აიღოს თავის თავზე,“ - განაცხადა მურაჩაშვილმა.

მაგდა შენგელია