საქსტატის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ინდოეთში ექსპორტის საერთო ღირებულება თითქმის 5-ჯერ არის გაზრდილი.
სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 2 თვეში ინდოეთში 4.301 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქტი გავიდა, რაც, გასული წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, 4.7-ჯერ მეტია - 917 180 აშშ დოლარი. კიდევ უფრო, 12-ჯერ, არის გაზრდილი ადგილობრივი ექსპორტის წილი - 321 000 აშშ დოლარიდან 3.91 მლნ-მდე.
რაც შეეხება იმპორტს, 11.9 მლნ აშშ დოლარიდან 16.7 მლნ აშშ დოლარამდეა გაზრდილი მისი მაჩვენებელიც. შესაბამისად, ვხედავთ, რომ ინდოეთთან, ზოგადად, სავაჭრო პარტნიორობის დინამიკის მასშტაბია მზარდი - 2024-ის იანვარ-თებერვალში ქვეყნებს შორის ბრუნვა 12.816 მლნ აშშ დოლარი იყო, წელს კი - 20.968 მლნ
2025 წლის იანვარ-თებერვალში ინდოეთში საერთო ექსპორტის უდიდესი წილი (90.9%) ადგილობრივ ექსპორტზე მოდის. ყველაზე დიდი რაოდენობით კი, ადგილობრივი პროდუქციიდან, სასუქები გავიდა - 3.838 მლნ აშშ დოლარი; 31.6 ათასი დოლარის ალუმინის ჯართი და 26.9 ათასი დოლარის სპილენძის ჯართი.