საქართველოში საწვავი გაიაფდა - სად რამდენით შემცირდა ფასები

გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებლად ბოლო ვაჭრობის შედეგად 69.36 დოლარი განისაზღვრა, რაც 0.8%-იან კლებაზე მიანიშნებს. რაც შეეხება Brent-ის ტიპის ნავთობის ფასს, ამ შემთხვევაში კლებამ 0.54% შეადგინა და ბარელზე 73.63 დოლარს გაუტოლდა.

ფასების კლება ფიქსირდება საქართველოშიც. კერძოდ, ბრენდული ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში საწვავის ფასები 25 მარტიდან ეტაპობრივად 5-10 თეთრის ფარგლებში მცირდება. უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასებს:

Socar (შემცირდა 5-10 თეთრის ფარგლებში):

  • ნანო სუპერი - 3.50 ლარი
  • ნანო პრემიუმი - 3.10 ლარი
  • ნანო ევრო რეგულარი - 2.93 ლარი
  • ევრო 5 დიზელი - 3.04 ლარი
  • ნანო ევრო 5 დიზელი - 2.95 ლარი.

Gulf (შემცირდა 10 თეთრით):

  • G-Force სუპერი - 3.53 ლარი;
  • G-Force პრემიუმი - 3.13 ლარი;
  • G-Force ევრო რეგულარი - 3.03 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 3.93 ლარი;
  • G-Force ევრო დიზელი - 3.09 ლარი.

Rompetrol (უცვლელია):

  • სუპერი - 3.63 ლარი;
  • ევრო პრემიუმი - 3.24 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 3.04 ლარი;
  • Efix ევრო დიზელი - 3.25 ლარი;
  • ევრო დიზელი - 3.15 ლარი.

Wissol (10 თეთრით შემცირდა):

  • ეკო სუპერი - 3.52 ლარი;
  • ეკო პრემიუმი - 3.12 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.95 ლარი;
  • ევრო დიზელი - 2.99 ლარი;
  • ეკო დიზელი - 3.07 ლარი;
  • დიზელ ენერჯი - 2.94 ლარი.

Portal (უცვლელია):

  • პრემიუმი - 2.89 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.69 ლარი;
  • ევრო დიზელი - 2.99 ლარი.

იხილეთ ასევე: რა ღირდა საწვავი ბენზინგასამართ სადგურებზე გასულ კვირას

მერი ტაბატაძე