თბილისში ბინის ქირა გაიაფდა - როგორია საშუალო ფასი

თბილისში საცხოვრებელი ბინების გასაქირავებელი ფასი შემცირდა, - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ უძრავი ქონების ბაზრის კვლევაში.

ანგარიშს თანახმად, ფასები 2025 წლის თებერვალში წლიურად 12%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, ამავე პერიოდში 1 კვ.მ-ის საშუალო გასაქირავებელი ფასი 10.6 დოლარი იყო.

„გასაქირავებელი ფასი წლიურად 12%-ით შემცირდა და 10.6 დოლარი შეადგინა, უძრავი ქონების ამონაგები 9.1%-მდე შემცირდა (-1.4 პროცენტული პუნქტი წ/წ)“, - აღნიშნულია კვლევაში.

მერი ტაბატაძე