საქართველოს მასშტაბით 2025 წელს 23 საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-მშენებლობის დაწყება იგეგმება, - ამის შესახებ აღნიშნულია „ბიზნესპრენიუსის“ კითხვის საპასუხოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
დაგეგმილი პროექტების ჩამონათვალში არის ქვეყნის მასშტაბით არსებული როგორც ადგილობრივი, ასევე შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საავტომობილო გზების მშენებლობა/რეაბილიტაცია.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ გზების ჩამონათვალს, რომელთა რეაბილიტაციაც წესით მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს:
- რუსთავი - წითელი ხიდი (ლოტი-1);
- რუსთავი - წითელი ხიდი (ლოტი-2);
- ალგეთი - სადახლო (ლოტი-3);
- ალგეთი - სადახლო (ლოტი-4);
- ახალქალაქი - კარწახის კმ3+000მ -კმ7+800მ; (ლოტი-1) მონაკვეთის რეაბილიტაცია;
- ახალქალაქი - კარწახის კმ8+800მ - კმ16+000მ (ლოტი-2) მონაკვეთის რეაბილიტაცია;
- ადგილობრივი მნიშვნელობის მარნეული - ლომთაგორა - ალგეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;
- იგოეთი - კასპი - ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ9 - კმ20 მონაკვეთის რეაბილიტაცია;
- ახალციხე - ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) გზის კმ 90(კმ89+649)-ზე, ხევზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია;
- თიანეთი - ახმეტა - ყვარელი - ნინიგორის საავტომობილო გზის კმ93(92+456)-ზე, მდინარე ბურსაზე არსებული სახიდე გადასასვლელის დაგეგმილი მშენებლობა და რეაბილიტაცია;
- ახმეტა - თელავი - ბაკურციხის საავტომობილო გზის კმ60(59+813)-ზე, მდინარე ფაფრისხევზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია;
- ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის კმ60 (59+813)-ზე, მდინარე ფაფრისხევზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია;
- აბასთუმანი-ყანობილის ს/გზის კმ1-კმ5 მონაკვეთის რეაბილიტაცია;
- ფშაველი - აბანო - ომალოს გზაზე არსებული საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების ლოტი II (კმ21.5-კმ25.5 მონაკვეთი);
- უფლისციხის კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის კმ1(0+800)-ზე, არსებული რკინიგზის გზაგამტარის რეაბილიტაცია;
- თიანეთი - ახმეტა - ყვარელი - ნინიგორის საავტომობილო გზის კმ59(58+520)-ზე, მდინარე ლოპოტაზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია;
- ფონიჭალა - მარნეული - გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) გზის კმ75+050 - კმ84+150 მონაკვეთის რეაბილიტაცია; კმ83+145 - კმ84+150, მდინარე ხევისწყალზე სახიდე გადასასვლელის მოწყობის დარჩენილი სამუშაოების მისასვლელი გზებით (ლოტი II);
- ზუგდიდი - ჯვარი - მესტია - ლასდილის გზის კმ177+900 - კმ178+535 მონაკვეთზე ქვის ცვენის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოები;
- ოზურგეთი - ნინოშვილი - ლესას გზის დაზიანებულ ცალკეულ მეწყრულ მონაკვეთებზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოები;
- ოზურგეთი - ნატანები - ურეკის საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე, მდინარე მერიაზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია;
- ნოქალაქევი - ლეძაძამე - დიდი ჭყონის საავტომობილო გზის კმ 14(13+860)-ზე მდ. ქვარჩელაზე, არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია;
- თბილისი - სენაკი - ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ332+500-ზე, მდინარე ჩხოუშიაზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია;
- შეკვეთილი - ქობულეთი - ჩაქვი - მახინჯაურის (გვირაბის შემოსავლელი) საავტომობილო გზის კმ1-ში, მდინარე ნატანებზე არსებული დაზიანებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციის სამუშაოები.